როგორ იზრდება ბიზნესისა და IT უნარების მქონე კადრებზე მოთხოვნა საქართველოში?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტექნოლოგიური ბუმი და ციფრული ტრანსფორმაცია ყოველწლიურად სულ უფრო მეტად გარდაქმნის შრომითი ბაზრის მოთხოვნებსა და საჭირო უნარების ჩამონათვალს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების სექტორში ინფორმაციის მნიშვნელობის სწრაფი ზრდა კომპანიებს უბიძგებს, ახალი ტიპის თანამშრომლები ჰყავდეთ. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, ორგანიზაციები ეძებენ კადრებს, რომლებიც თანაბრად ფლობენ როგორც ტექნოლოგიურ, ისე ბიზნეს კომპეტენციებს.
ამ გამოწვევის საპასუხოდ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, სულ უფრო და უფრო აქტიურად ნერგავს თანამედროვე მიდგომებსა და სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამებს.
რატომ ეძებენ კომპანიები ტექნოლოგიურ ცოდნასთან ერთად ბიზნეს უნარებს?
დღეს ბიზნესის გლობალური წარმატებისათვის შრომით ბაზარზე გამართულად კოდის წერის ან სერვერების ადმინისტრირების უნარის მქონე კადრები აღარ არის საკმარისი. კომპანიები სულ უფრო ხშირად ეძებენ ე.წ. "ჰიბრიდულ" სპეციალისტებს, რომლებსაც ტექნოლოგიურ ცოდნასთან ერთად კარგად ესმით ორგანიზაციაში მოქმედი პროცესები, ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნები, ფინანსური მოდელები და მომხმარებელთა რეალური ქცევა.
ტექნოლოგია წარმოადგენს მხოლოდ ინსტრუმენტს, ხოლო მისი კომერციული ღირებულება იქმნება იქ, სადაც ის კონკრეტულ ბიზნეს პრობლემას გადაჭრის. კადრი, რომელსაც შეუძლია IT გადაწყვეტილებების კონვერტირება ოპტიმიზებულ საოპერაციო ხარჯებსა და გაუმჯობესებულ სამომხმარებლო გამოცდილებაში, რომელიც ორგანიზაციას ფინანსურ მოგებას მოუტანს, სწორად ისეთი კადრია, რომელიც ნებისმიერ თანამედროვე ორგანიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი აქტივია.
ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით:
კვლევების მიხედვით, საქართველოში ტექნოლოგიური დარგის შემოსავლები და საერთაშორისო კომპანიების აქტივობა საგრძნობლად იზრდება, რაც პირდაპირ აისახება შეცვლილ ვაკანსიების სტრუქტურაზე. დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება ისეთ პროფესიებზე, რომლებიც ზუსტად ბიზნესისა და IT-სპეციალობების ერთგვარი სინთეზია:
- ბიზნეს ანალიტიკოსი (Business Analyst): პროფესიონალი, რომელიც თარგმნის ბიზნესის მოთხოვნებს ტექნიკურ დავალებებად დეველოპერებისთვის.
- ტექნოლოგიური პროექტების მენეჯერი (IT Project Manager): პირი, რომელიც უზრუნველყოფს IT პროექტების ეფექტურ მართვას ბიუჯეტის, ვადებისა და კომპანიის სტრატეგიის გათვალისწინებით.
- მონაცემთა ანალიტიკოსი (Data Analyst): სპეციალისტი, რომელიც ამუშავებს დიდი მოცულობის ბიზნეს მონაცემებს და მენეჯმენტს ეხმარება სწორი, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
- პროდუქტის მენეჯერი (Product Manager): ადამიანი, რომელიც მართავს ციფრული პროდუქტის მთლიან სასიცოცხლო ციკლს იდეის ჩასახვიდან ბაზარზე გატანამდე და მის შემდგომ ოპტიმიზაციამდე.
AI და ციფრული მენეჯმენტის (Digital Management) მზარდი მნიშვნელობა
ხელოვნური ინტელექტის (AI) ფართო დანერგვამ და კომპანიების მასობრივმა ციფრულმა ტრანსფორმაციამ (Digital Management) სრულიად შეცვალა თანამედროვე მენეჯმენტის წესები. ციფრული მენეჯმენტი არ ნიშნავს მხოლოდ ქაღალდის დოკუმენტების გაციფრულებას - ეს არის პროცესების ავტომატიზაცია, Cloud-სერვისების ინტეგრაცია და გუნდების ეფექტური მართვა ვირტუალურ სივრცეში.
ამავდროულად, AI-ს გამოყენება ბიზნეს პროგნოზირებაში, მომხმარებელთა სიღრმისეულ სეგმენტაციაში, რისკების შეფასებასა და ოპერაციების ოპტიმიზაციაში დღეს კონკურენტული უპირატესობის მოპოვების მთავარი იარაღია. ამ გლობალური და ადგილობრივი ტენდენციების გათვალისწინებით, სეუ-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი სტუდენტებს ასევე სთავაზობს მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის 3 წლიან საბაკალავრო პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია სწორედ მომავლის ბიზნესლიდერების მომზადებაზე.
რატომ უნდა შეისწავლოთ ბიზნესი და ტექნოლოგიები ერთდროულად?
ბიზნესისა და ტექნოლოგიური უნარების სინთეზი თანამედროვე კარიერული წარმატების მთავარი წინაპირობაა. შრომის ბაზარი სულ უფრო მეტად აფასებს ისეთ კადრებს, რომლებსაც შეუძლიათ ტექნოლოგიური ინოვაციები გარდაქმნან ბიზნესის რეალურ პროგრესად და შესაბამისად მოგებად. ამ ორი დისციპლინის კომბინირებული შესწავლა სტუდენტებისთვის ხსნის უსაზღვრო შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
სწორედ ამ მოთხოვნების საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებულ პროგრამებს, რომლებიც მათ აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ როგორც ბიზნესის, ისე ტექნოლოგიების სფეროსთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს. შედეგად, კურსდამთავრებულები მზად არიან წარმატებული კარიერისთვის როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე.