რა უშლის ხელს ტურიზმის განვითარებას რეგიონებში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჟურნალ Entrepreneur Georgia-ს ივლისის ნომერში გაგაცანით თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში გადასული ოთხი ქალი, რომლებიც რეგიონებში ახალ შესაძლებლობებს ქმნიან. მათი ისტორიები შთამაგონებელი და მისაბაძია. ამდენადვე საყურადღებოა ის პრობლემები, რომლებიც მათ მიერ დასახელდა. ეს ის გამოწვევებია, რაც ხელს უშლის ტურიზმის და სამეწარმეო გარემოს განვითარებას რეგიონებში.
აღნიშნული გამოწვევების აღიარება და მათზე რეაგირება იქნება გზა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც მხოლოდ რეგიონში არსებულ გამოწვევებს ეხება.
ლია მუხაშავრია
კოოპერატივი "გურიის თხილი" | სოფელი შუხუთი, ლანჩხუთი, გურია
დარგის ვიწრო სპეციალისტების არსებობა დიდი გამოწვევაა რეგიონში. აუციელებელია კოლეჯების არსებობა, სადაც მომზადდებიან ადგილობრივი კადრები – აგრონომები, ვეტერინარები, სასტუმროს მენეჯერები... ლიას თქმით, დონორების მიერ ჩატარებული ტრენინგები კარგია, მაგრამ აუცილებელია რეგულარული საგანმანათლებლო ცენტრის არსებობა.
თუმცა, ლიას დაკვირვებით გამოწვევებს შორის ყველაზე მწვავე მოსახლეობის ნიჰილიზმია, რაც ხანგრძლივი სიდუხჭირის და მუდმივი იმედგაცრუებების შედეგია. სამწუხარო რეალობაა, რომ ხალხს ურჩევნია საზღვარგარეთ წასვლა ვიდრე ადგილზე შრომა, რადგან ვერ ხედავენ შესაძლებლობებს. მწირია მუნიციპალური მხარდაჭერაც. ლიას სჯერა, რომ ამის დაძლევა წარმატებული ქეისები გაზიარებით არის შესაძლებელი, რაც შთამაგონებელი და მისაბაძი გახდება სხვებისთვის. ამდენად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც უკვე აკეთებს საერთო სასიკეთო საქმეს. "უნდა აღსდგეს მომავლის რწმენა, რადგან როცა გჯერა, აუცილებლად გამოვა" - ამბობს ლია.
იხილეთ სტატია სრულად: https://healthroutedaily.org/article/336873%3C/i%3E%3C/b%3E%3C/a%3E%3C/p%3E%3Cp%3E%3Cb%3E%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90 ბერძენიშვილი
ამხანაგობა "სკიჯის სახლი" | ხიდისთავი, ჩოხატაური, გურია
იხილეთ სტატია სრულად: https://healthroutedaily.org/article/336874%3C/i%3E%3C/b%3E%3C/a%3E%3C/p%3E%3Cp%3E%3Cb%3E%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D ჟორჟიკაშვილი
სათემო კავშირი "ნიყვის კომუნა" | სოფელი კურსები, ტყიბული, იმერეთი
იხილეთ სტატია სრულად: https://healthroutedaily.org/article/336875%3C/i%3E%3C/b%3E%3C/a%3E%3C/p%3E%3Cp%3E%3Cb%3E%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90 ბაგალიშვილი
სოციალური საწარმო "ცოდნის კაფე" | წნორი, კახეთი
იხილეთ სტატია სრულად: https://healthroutedaily.org/article/336876%3C/i%3E%3C/b%3E%3C/a%3E%3C/p%3E