"ნუმორა": რატომ არის ფინანსურად დალაგებული ბიზნესი უფრო ღირებული ინვესტორისთვისაც და მფლობელისთვისაც

By მარიამ ქობალია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესი ბუღალტერიას დღემდე მხოლოდ საგადასახადო დეკლარაციებთან აკავშირებს, თუმცა თანამედროვე ბიზნესგარემოში ფინანსური გამჭვირვალობა ბევრად უფრო ფართო მნიშვნელობას იძენს. ეს ხდება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანია ზრდაზე, ინვესტორის მოზიდვაზე ან მომავალში შესაძლო ბიზნესის გაყიდვის ან მერჯერის (M&A/Exit) პროცესზე ფიქრობს.

სწორედ ამ მიმართულებაზე აკეთებს აქცენტს ფინანსური და საკონსულტაციო კომპანია "ნუმორა", რომლის ხედვითაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორად ჩაბარებული დეკლარაციები, არამედ ისეთი ფინანსური სისტემის შექმნა, რომელიც მეწარმეს ყოველდღიურ მართვაში, ბანკთან მოლაპარაკებებსა და ინვესტორთან კომუნიკაციაში ეხმარება.

"ნუმორას" დამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის, ნიკოლოზ მჭედლიშვილის თქმით, გასაყიდად ან ინვესტორისთვის შემოსაყვანად მომზადებული ბიზნესი ნიშნავს კომპანიას, რომლის ფინანსური მდგომარეობაც გასაგებია როგორც მფლობელისთვის, ისე ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის, იქნება ეს ბანკი, ინვესტორი თუ პოტენციური მყიდველი.

ის აღნიშნავს, რომ ასეთ ბიზნესში ნათლად ჩანს შემოსავლების წყაროები, ხარჯების სტრუქტურა, ფულადი ნაკადები, ვალდებულებები და ძირითადი რისკები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტარტაპებისა და მზარდი კომპანიებისთვის.

"ინვესტორი ან მყიდველი გადაწყვეტილებას მხოლოდ იდეაზე ან გაყიდვებზე არ იღებს. მას სჭირდება სანდო მონაცემები, დალაგებული ფინანსები და გასაგები ბიზნესმოდელი. თუ ეს ყველაფერი წინასწარ არ არის მომზადებული, მოლაპარაკებების დროს ჩნდება დამატებითი კითხვები, პროცესი იწელება, იზრდება უნდობლობა და ხშირად მცირდება კომპანიის შეფასებაც.

დეკლარაცია აჩვენებს, რომ კომპანია საგადასახადო ვალდებულებებს ასრულებს, მაგრამ არ აჩვენებს სრულ სურათს – რამდენად სტაბილურია ბიზნესი, რამდენად პროგნოზირებადია მისი ფულადი ნაკადები და რამდენად რეალურია მისი ღირებულება", – ამბობს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

"ნუმორა" კომპანიებს სთავაზობს ბუღალტრული და ფინანსური ფუნქციის აუთსორსს, მენეჯერულ რეპორტინგს, ფინანსურ კონტროლსა და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ბიზნესს როგორც ყოველდღიურ მართვაში, ისე ინვესტორთან ან მყიდველთან კომუნიკაციაში ეხმარება.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ "ნუმორას" გუნდს M&A და Exit პროცესების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია ბიზნესებს ეხმარება როგორც ინვესტორის შემოსაყვანად ან გაყიდვისთვის მომზადებაში, ისე თავად ტრანზაქციის პროცესის მხარდაჭერაში – ფინანსური ინფორმაციის დალაგებით, ძირითადი რისკების იდენტიფიცირებითა და მოლაპარაკებისთვის საჭირო მონაცემების მომზადებით.

"ნუმორაში" აღნიშნავენ, რომ კომპანიის ინვესტორებისთვის მომზადება (Exit Readiness) მხოლოდ ბიზნესის გაყიდვისთვის მომზადებას არ ნიშნავს. მათი ხედვით, ეს არის ფინანსური და საოპერაციო წესრიგი, რომელიც კომპანიას უფრო გამჭვირვალეს, სტაბილურსა და ღირებულს ხდის როგორც მფლობელისთვის, ისე ინვესტორისთვის.