Kids Spot – ეკომეგობრული და უსაფრთხო სათამაშოები პასუხისმგებლიანი მშობლებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეს, როდესაც ბაზარზე საბავშვო სათამაშოების არჩევანი მრავალფეროვანია, ხარისხისა და უსაფრთხოების შეფასება მშობლებისთვის სულ უფრო დიდ გამოწვევად იქცა. სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ შეიქმნა Kids Spot – ბრენდი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ეკომეგობრულ, უსაფრთხო და განმავითარებელ სათამაშოებზე ამახვილებს.

კომპანიის მთავარი მიზანია, მშობლებისთვის ისეთი პროდუქციის შეთავაზება, რომელიც არა მხოლოდ ბავშვის ინტერესებს, არამედ მის ჯანმრთელობასა და განვითარებასაც ემსახურება. თუ როგორ არჩევენ კომპანიაში თითოეულ პროდუქტს, რატომ არის უსაფრთხოება მათი მთავარი პრიორიტეტი და რას სთავაზობენ თანამედროვე ოჯახებს, ამის შესახებ Kids Spot-ის თანადამფუძნებელი, თეა თაბაგარი Entrepreneur-ს ესაუბრა.

როგორ შეიქმნა Kids Spot და რა იდეით დაიწყეთ საქმიანობა?

სათამაშოების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა. ძალიან დიდ ძალისხმევას ვხარჯავდით ჩვენი შვილებისთვის, გარშემო მყოფი პატარებისთვის სათამაშოების შერჩევისას როგორც ფუნქციურ, ასევე ხარისხობრივ ნაწილში. ჩვენთვის სათამაშო აუცილებლად მექანიკური უნდა იყოს, ზედმეტი ხმების, ფუნქციონალების გარეშე.

სათამაშო ადრეულ ასაკში არის პატარების განვითარების ყველაზე მარტივი გზა, მთავარია სწორად შევარჩიოთ სათამაშო ასაკისა და ფუნქციონალის მიხედვით. ასეთ მოთხოვნებს ბაზარზე ქსელური სათამაშოების მაღაზიები ნაკლებად აკმაყოფილებდა. დღეს უმეტესად შეხვდებით პლასტმასის, ელემენტზე მომუშავე სათამაშოებს, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ბავშვს განვითარებაში დაეხმაროს, ზოგჯერ პირიქით, ხელის შემშლელიც კი არის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, ჩვენი შვილებისა და გარშემო მყოფებისთვის, შემდგომ კი ფართო მასებისთვის შეგვეთავაზებინა ეკო-მეგობრული, განმავითარებელი სათამაშოები, რომლებიც ბავშვის განვითარებაზე იქნებოდა ორიენტირებული.

რა კრიტერიუმებით არჩევთ სათამაშოებს, რომლებიც თქვენს მაღაზიაში ხვდება?

ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი არის სათამაშოს უვნებლობა, ხარისხი და ფუნქციონალი. ჩვენს მაღაზიაში ვერ შეხვდებით ვერცერთ სათამაშოს, რომელიც საერთაშორისო, აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ არ არის შემოწმებული და სერტიფიცირებული. ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 1 წლამდე პატარების შემთხვევაში, სათამაშოს ინტენსიურად იდებენ ბავშვები პირში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საღებავი, რომლითაც დაფარულია სათამაშო, არ შეიცავდეს მძიმე მეტალებს და დამზადებული იყოს წყლის ბაზაზე. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ჩვენთვის სათამაშოს ფუნქციონალია. ყველა სათამაშო გარკვეულ როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში. ზოგიერთი მათგანი ხელს უწყობს მოტორული უნარების განვითარებას, ზოგიერთი კოორდინაციას, სწორედ ამ კრიტერიუმებით ვარჩევთ სათამაშოებს.

ხშირად საუბრობთ ხარისხსა და უსაფრთხოებაზე. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?

ეს არის თემა, რომელზეც ვსაუბრობთ ყველგან, სადაც შესაძლებლობა გვეძლევა. მხოლოდ EN71 სერტიფიკატი სამწუხაროდ არ განსაზღვრავს სათამაშოს ხარისხს, მნიშვნელოვანი არის საღებავის შემადგენლობაც. სამწუხაროდ, მომხმარებლები ხშირად ცდებიან სათამაშოს შეძენისას. ხედავენ, რომ კონკრეტული გვერდები, ონლაინპლატფორმები ყიდიან ხის სათამაშოს და ჰგონიათ, რომ ყველა მათგანი ეკომეგობრული და უსაფრთხოა პატარებისთვის. სინამდვილეში კი, ჩეხეთის საელჩოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ასეთი გვერდებიდან გამოწერილ 29 ხის სათამაშოდან 27-მა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტი, მათ შორის საღებავში აღმოჩნდა მძიმე მეტალი, რაც ძალიან საშიშია არა მხოლოდ პატარებისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანებისთვისაც.
ჩვენ ყველა სათამაშოზე ვითხოვთ ლაბორატორიულ კვლევას, რომელიც ნათლად უნდა ასახავდეს, რომ შემადგენლობაში არ არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ოდნავ მაინც საზიანო იქნება პატარებისთვის.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ სათამაშოები იყოს ეკომეგობრული და ბავშვებისთვის უსაფრთხო?

ეს არის ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი. ჩვენი ხედვა ასეთია – რაც საკუთარი შვილებისთვის არ გვინდა და არ მოგვწონს, არც სხვა პატარებს შევთავაზებთ. ვფიქრობთ, რომ სათამაშოების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა და არავინ უნდა მისცეს თავს უფლება, სხვადასხვა მექანიზმებით ამ მორალურ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს. არაერთ სათამაშოს მაღაზიას შეხვდებით ქვეყნის მასშტაბით, სადაც შესვლისთანავე დენთის სუნი გხვდებათ. როგორ ფიქრობთ, ეს სათამაშოები ხარისხიანი და უსაფრთხოა?! სამწუხაროდ, მშობლები საკუთარი ხელით, სრულიად გაუაზრებლად აძლევენ პატარებს კანცეროგენს ხელში.მართალია, ხარისხიანი სათამაშო არ გახლავთ იაფი სიამოვნება, თუმცა გვერწმუნეთ, ჯობს ერთი და ხარისხიანი სათამაშო შესთავაზოთ პატარებს, ვიდრე უხარისხო და ბევრი.

როგორ ამოწმებთ, რომ პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს?

მსოფლიოში არსებობს რამდენიმე საერთაშორისო ლაბორატორია, რომელიც თითოეული სათამაშოს ხარისხს ამოწმებს. ყველა მწარმოებელს როგორც აზიიდან, ასევე ევროპიდან ვთხოვთ წარმოგვიდგინონ ტესტ-რეპორტები, რომელიც სრულ ინფორმაციას გვაძლევს სათამაშოს ხარისხსა და უვნებლობაზე. მხოლოდ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვითანამშრომლებთ თუ არა მომწოდებელთან. ყოველი შეკვეთის წინ ვითხოვთ რეპორტების განახლებას იმისათვის, რომ ხარისხი ყოველ ჯერზე მივიღოთ პრემიალური და რაც მთავარია, ბავშვების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.

როგორ ფიქრობთ, რატომ ირჩევენ მშობლები სწორედ Kids Spot-?

მას შემდეგ, რაც ბაზარზე გამოვჩნდით, ყველაზე ხშირად მშობლების მხრიდან არის უკუკავშირი, რომ ასეთი ხარისხის ფუნქციური სათამაშოების ამხელა არჩევანი არსად შეხვედრიათ. გამოცდილებამ უჩვენა მშობლებს, რომ Kids Spot-ში რაც არ უნდა შეიძინონ, ხარისხი ყოველთვის იქნება პრემიალური. ყველა სათამაშო ფუნქციური და რაც მთავარია, უსაფრთხოა პატარების ჯანმრთელობისთვის.

რა პასუხისმგებლობას გრძნობთ, როდესაც საქმე ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქციის შერჩევას ეხება?

პასუხისმგებლობა არის უდიდესი. ჩვენი ხედვით უბრალოდ, წარმოუდგენელია პატარების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ბიზნესმა ფულადი სარგებელი მიიღოს. ყველაფერი ფული არ არის და ეს არის თემა, რომელსაც მეტი ყურადღებით და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ყველა ბრენდი, რომელიც საბავშვო პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს.

რით განსხვავდება Kids Spot-ის ასორტიმენტი ბაზარზე არსებული სხვა სათამაშოებისგან?

ჩვენთან მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს 250-ზე მეტი დასახელების ფუნქციური, ეკომეგობრული და რაც მთავარია, მაღალი ხარისხის სათამაშო შეიძინოს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხის სათამაშოების ასეთი ასორტიმენტი არცერთ ბრენდს არ აქვს. თავიდანვე, როდესაც ამ საქმიანობას ვიწყებდით, ჩვენი მთავარი მიმართულება ეკომეგობრულობა და ხარისხი იყო. ამ ხედვას არ ვღალატობთ და მომავალშიც ასე იქნება. რა პროდუქტიც არ უნდა შევთავაზოთ მომხმარებლებს, უპირატესი ყოველთვის იქნება ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ხოლო მშობლებს ყოველთვის შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან რაც არ უნდა შეიძინონ ჩვენთან, ყოველთვის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო იქნება მათი პატარებისთვის.

რა არის თქვენი მთავარი მიზანი რას სთავაზობთ ოჯახებს სათამაშოების მიღმა?

ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა ცნობიერების ამაღლებაა. მშობლების უმეტესობა სათამაშოს არჩევს ვიზუალის და არა ფუნქციონალის მიხედვით. მუდმივად ვცდილობთ თითოეულ მშობელს ინფორმაცია მივაწოდოთ, ესა თუ ის სათამაშო რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს, რათა უკეთ შეძლონ პატარების განვითარება. 21-ე საუკუნეში გაჯეტებმა ძალიან ცუდი როლი ითამაშეს პატარების განვითარებაში. კრიტიკული 3 წლამდე ასაკის პატარების განვითარებაა. მშობლები მაქსიმალურად უნდა ეცადონ მოარიდონ პატარები ეკრანს და მაქსიმალურად შესთავაზონ ისეთი სათამაშოები, რომელიც პატარას ჩართულობას მოითხოვს. ხმაურიანი, მოძრავი, პულტზე მომუშავე სათამაშოები არ ავითარებს ბავშვის გონებას. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ მეტი ინფორმაცია მივიტანოთ მშობლებთან.

რა სიახლეებსა და გეგმებზე მუშაობთ უახლოეს მომავალში?

ბევრს ვმუშაობთ ახალი მომწოდებლების პოვნაზე და ასორტიმენტის გაზრდაზე. ვინაიდან ხარისხიანი სათამაშოები არ გახლავთ დაბალბიუჯეტიანი, გვინდა რაიმე სხვა სახის ალტერნატივა შევთავაზოთ მომხმარებელს. რა თქმა უნდა, ხარისხი და უსაფრთხოება ისევ დარჩება ჩვენს ნომერ პირველ პრიორიტეტად.

რას ეტყოდით მშობლებს, რომლებიც პირველად აპირებენ Kids Spot-ის პროდუქციის შეძენას?

მშვიდად შეუძლიათ შეარჩიონ სათამაშო ჩვენს ვებგვერდზე ან მოგვმართონ სოციალური ქსელების მეშვეობით. წარმოდგენილები ვართ როგორც ფეისბუქზე, ასევე ინსტაგრამსა და ვოთსაფზე. ჩვენი ყველა ოპერატორი ტრენინგგავლილია, შესაბამისად თავისუფლად შეუძლიათ რეკომენდაციები სთხოვონ პატარების ასაკის მიხედვით სათამაშოებზე. ასევე, შეგვიძლია მშობლებს დავეხმაროთ და ვასწავლოთ, როგორ აქციონ მარტივი სათამაშოები მრავალფუნქციურ გასართობ და ამავდროულად შემეცნებით აქტივობებად. ინტენსიურად ვმუშაობთ B2B სეგმენტზე და საქართველოს მასშტაბით არაერთ ბაღსა თუ ფრე-სქულში შეხვდებით ჩვენს იმპორტირებულ სათამაშოებს.