ინჟინერია, რომელიც ქმნის მასშტაბს: Ocean Breeze და თანამედროვე MEP გადაწყვეტილებები საქართველოში სრული MEP პროექტირება, ინსტალაცია და საინჟინრო მენეჯმენტი — კომპანია, რომელმაც სულ ორ წელიწადში ათეულობით მასშტაბური პროექტი განახორციელა.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს სწრაფად განვითარებად სამშენებლო სექტორში MEP (Mechanical, Electrical, Plumbing) სისტემების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს სისტემები განსაზღვრავს შენობების ფუნქციონალურობას, უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტურობას. MEP სისტემები მოიცავს: გათბობასა და გაგრილებას, ვენტილაციას, სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს, წყალმომარაგებასა და ელექტროობას.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა Ocean Breeze, რომელიც კლიენტებს სთავაზობს სრული ციკლის საინჟინრო მომსახურებას — პროექტირებიდან ინსტალაციამდე და საინჟინრო სამუშაოების მენეჯმენტამდე.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბაზარზე სულ რაღაც ორი წლის წინ გამოჩნდა, მან უკვე შეძლო დაემტკიცებინა საკუთარი შესაძლებლობები და დაეკავებინა მნიშვნელოვანი ადგილი ინდუსტრიაში. ამ დროის განმავლობაში, Ocean Breeze-მა უკვე განახორციელა 79 დასრულებული პროექტი, ხოლო ამჟამად პარალელურად მუშაობს 6 მიმდინარე პროექტზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის სწრაფ განვითარებასა და მაღალ მოთხოვნას მის მომსახურებაზე.

Ocean Breeze-ის საქმიანობა ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას, სადაც თითოეული პროექტი მუშავდება როგორც ერთიანი სისტემა. კომპანია უზრუნველყოფს მექანიკური და ელექტრო ქსელების სრულფასოვან ინტეგრაციას, ასევე საინჟინრო სამუშაოების ეფექტურ მართვას — დაგეგმვიდან კოორდინაციამდე, შესრულების კონტროლის ჩათვლით. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს და ზრდის პროექტის საბოლოო ხარისხს.

კომპანია ასევე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო წამყვან საინჟინრო და ტექნოლოგიურ ბრენდებთან, რაც საშუალებას აძლევს გამოიყენოს თანამედროვე სტანდარტები, მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და დანერგოს საუკეთესო პრაქტიკა ადგილობრივ პროექტებში.

Ocean Breeze-ის პორტფოლიო მოიცავს მრავალფეროვან და მასშტაბურ პროექტებს სხვადასხვა სექტორში. შესრულებულ პროექტებს შორისაა:

  • European University-ის 4 ფილიალი, ჯამში დაახლოებით 25,000 მ² ფართობით;
  • Parliament of Georgia;
  • Sairme Resort;
  • Jo Ann University Hospital;
  • სხვადასხვა სავაჭრო ცენტრები და კომერციული ობიექტები;
  • ჩოგბურთის მოედნები;
  • Oto Motors;
  • რძის საწარმოს 2 ფილიალი;
  • Aversi Pharma-ს და PSP Pharma-ს ახალი ფილიალები.

ეს პროექტები ნათლად აჩვენებს კომპანიის შესაძლებლობას, იმუშაოს როგორც საგანმანათლებლო, სახელმწიფო, სამედიცინო, ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორებში.

Ocean Breeze-ის წარმატების უკან დგანან მისი დამფუძნებლები — ბექა გოგესაშვილი და გიორგი ჩაბრაძე, რომელთა ხედვა ეფუძნება თანამედროვე საინჟინრო სტანდარტებსა და სისტემურ აზროვნებას.

"ორი წლის წინ დავიწყეთ ეს გზა მკაფიო მიზნით — შეგვექმნა კომპანია, რომელიც საინჟინრო პროექტებს სხვა სტანდარტით მიუდგებოდა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ სწორ გზაზე ვართ. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ პროექტის შესრულება — ჩვენ ვმართავთ პროცესს მთლიანობაში და ვქმნით სისტემებს, რომლებიც გრძელვადიანად მუშაობენ", — აღნიშნავენ Ocean Breeze-ის დამფუძნებლები.

Ocean Breeze-ის გუნდი აერთიანებს გამოცდილ ინჟინრებსა და ტექნიკურ სპეციალისტებს, რომლებიც თითოეულ პროექტს უდგებიან მაღალი პასუხისმგებლობითა და სიზუსტით. კომპანიის მთავარი მიზანია შექმნას ისეთი საინჟინრო გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის ეფექტურობას, უსაფრთხოებასა და გრძელვადიან სტაბილურობას.

მომავალში კომპანია გეგმავს საქმიანობის გაფართოებას, საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების კიდევ უფრო აქტიურ ინტეგრაციას, რაც Ocean Breeze-ს კიდევ უფრო გააძლიერებს, როგორც ერთ-ერთ სწრაფად მზარდ საინჟინრო კომპანიას საქართველოში.