შეხვდი სასტვენის ხმას სრულ მზადყოფნაში: ოთხი საუკეთესო შეთავაზება მატჩის წინ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დიდი ხანია, ფეხბურთი ჩვენთვის უბრალოდ სპორტი აღარ არის. ეს არის მეგობრების შეკრების, ემოციების გაზიარების და მოგებისა თუ წაგების განცდის ტრადიცია.
ყველამ ვიცით, რომ დიდი მატჩის წინ მომზადება უმნიშვნელოვანესი რიტუალია. სანამ მსაჯი სასტვენს ჩაბერავს, მთავარი საზრუნავი საყვარელი კერძების მაგიდაზე გაწყობაა, რათა თამაშის მიმდინარეობისას ყურადღება აღარაფერმა გაგვიფანტოს. სწორედ ამიტომ, Bolt Food-ის აპლიკაციაში სპეციალურად ამ დღეებისთვის შექმნილი კატეგორიები გელოდებათ.
ალბათ რთულია წარმოვიდგინოთ საფეხბურთო საღამო მაკდონალდსის გემრიელობების გარეშე. ამ განსაკუთებული დღეებისთვის მაკდონალდსმა ახალი კოლექცია შექმნა, რომელიც ნამდვილი საჩუქარია ფეხბურთის მოყვარულებისთვის. საყვარელი მენიუს შეკვეთასთან ერთად, თქვენ მიიღებთ FIFA-ს მსოფლიო თასის ლიმიტირებულ საკოლექციო ჭიქებს, რომლებზეც ლეგენდარული ფეხბურთელების სახეებია გამოსახული: დევიდ ბექჰემი, რონალდინიო გაუჩო, ტიერი ანრი, ჰეუნგ-მინ სონი და ლამინე იამალი. გარდა ამისა, აპლიკაციაში დაგხვდებათ სპეციალურადBolt Food-ის მომხმარებლებისთვის შექმნილი უგემრიელესი სეტები, რომლებზეც 35% და 40%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
მათთვის, ვისაც დაძაბული მატჩის ყურებისას ნოყიერი, ამერიკული კლასიკად ქცეული გემოები ანიჭებს კომფორტს, "ბიგ სემი" საუკეთესო არჩევანია.
ბიგ სემის უგემრიელეს და წვნიან ბურგერებს ახლა სპეციალური კომბო მენიუების სახით იპოვით ჩვენს აპლიკაციაში. ძალიან კარგ საფეხბურთო შეთავაზებას ისიც ემატება, რომ ჩემპიონატის პერიოდში ეს საავტორო კომბო მენიუები 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ, რაც მთელ გამოცდილებს უფრო სასიამოვნოს ხდის.
ბევრი ადამიანისთვის ფეხბურთის ყურება ცივი, ხარისხიანი ლუდის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. თუ თამაშის წინ ბარის ხმაურიანი გარემოს ნაცვლად შინ, მყუდროდ ყოფნა გირჩევნიათ, ბოლტ ფუდი პრეფერენციას იდეალურად ერგება.
ლუდის სახლი კი ამ მხრივ მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. აპლიკაციაში დაგხვდებათ როგორც ბოთლის პრემიუმ ლუდები, როგორებიცაა ლაგუნიტასი IPA, ბლანშ დე ბრუსელი თეთრი და ბელგიური კრიკი, ისე უმაღლესი ხარისხის ჩამოსასხმელი ვარიანტები: გინესი, კრომბახერი, ლეფე და მრავალი სხვა.
ფეხბურთი, ცივი ლუდი და ცხელი ხინკალი. ეს ის სამეულია, რომელიც ნებისმიერი ქართველი გულშემატკივრისთვის საყვარელი და შეუფასებელია.
მენიუში 8 სხვადასხვა სახეობაა, თუმცა მატჩის წინ განსაკუთრებით გირჩევთ მათ საავტორო კერძს (Chef's Special), რომელიც საქონლის ხორცითა და ტარხუნით მზადდება. ტარხუნის ინოვაციური გამოყენება ხინკალს სრულიად საუცხოო და დასამახსოვრებელ გემოს აძლევს. მათ კი, ვისაც ხორცეული არ უყვარს, კარაქის სოუსით გაჯერებული კარტოფილის ხინკალი, ან ხაჭოსა და სულგუნის მიქსი ელოდებათ.
საყვარელი კერძების ძიებაში დრო რომ არ დაკარგო, ყველა ეს შეთავაზება შენთვის ერთ სივრცეში - სპეციალურად შექმნილ საფეხბურთო კატეგორიაში გავაერთიანეთ. გახსენი Bolt Food, შეუკვეთე საყვარელი მენიუ სპეციალური ფასდაკლებით და შეხვდი სასტვენის ხმას სრულ მზადყოფნაში.