როგორ ამარტივებს Homico მომხმარებლებისთვის სანდო რემონტის პროფესიონალების მოძიებას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში ახალი ციფრული პლატფორმა - Homico - ოფიციალურად ამოქმედდა. Homico წარმოადგენს ინოვაციურ მარკეტფლეისს, რომელიც მომხმარებლებს სწრაფად, მარტივად და სანდოდ აკავშირებს რემონტისა და სამშენებლო სფეროს პროფესიონალებთან.

პლატფორმაზე უკვე დარეგისტრირებულია 150-ზე მეტი პროფესიონალი, ხოლო მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია 200-ზე მეტი სერვისი, მათ შორის:

  • რემონტის სპეციალისტები
  • ინტერიერის დიზაინერები
  • არქიტექტორები
  • სხვადასხვა სარემონტო და ტექნიკური მომსახურების პროფესიონალები

Homico-ს მიზანია გაამარტივოს პროფესიონალების მოძიების პროცესი და მომხმარებლებს ერთ სივრცეში შესთავაზოს სანდო სპეციალისტებთან დაკავშირების შესაძლებლობა.

პლატფორმის გამოყენება მარტივია - მომხმარებელს შეუძლია გადავიდეს Homico-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, მოძებნოს სასურველი სერვისი 200+ სერვისიდან, დაათვალიეროს პროფესიონალების პროფილები, შეარჩიოს მისთვის შესაბამისი სპეციალისტი და პირდაპირ დაუკავშირდეს. Homico მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში სწრაფად და ორგანიზებულად იპოვონ სანდო პროფესიონალები სხვადასხვა სარემონტო და დიზაინის საჭიროებისთვის.

პლატფორმა მომხმარებლებს დამატებით საშუალებას აძლევს:

  • სწრაფად იპოვონ შესაბამისი პროფესიონალი
  • შეადარონ მომსახურებები
  • დაუკავშირდნენ სპეციალისტებს პირდაპირ
  • მიიღონ უფრო ორგანიზებული და კომფორტული გამოცდილება

დღეს, როდესაც სანდო ხელოსნის, დიზაინერის ან არქიტექტორის მოძიება ხშირად დიდ დროსა და რეკომენდაციებზეა დამოკიდებული, Homico ცდილობს ეს პროცესი უფრო გამჭვირვალე, თანამედროვე და ეფექტური გახადოს.

"დღეს სანდო რემონტის პროფესიონალის პოვნა მომხმარებლისთვის ხშირად რთულ და დროში გაწელილ პროცესთან ასოცირდება. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ამ პროცესს გაამარტივებს და მომხმარებლებს სწრაფად და ეფექტურად დააკავშირებს შესაბამის სპეციალისტებთან. მოხარულები ვართ, რომ უკვე 150-ზე მეტი პროფესიონალი შემოგვიერთდა და Homico ეტაპობრივად იქცევა სივრცედ, სადაც ხარისხიანი სერვისის მიღება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია," - აცხადებს ბესარიონ ჯავახიშვილი, Homico-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

Homico ეტაპობრივად გეგმავს პლატფორმის განვითარებასა და დამატებითი სერვისების ინტეგრაციას, რათა მომხმარებლებისთვის სარემონტო და დიზაინის პროცესები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის: Homico