მაისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების თვეა რატომ ხდება თანამშრომლების მენტალური კეთილდღეობა კრიტიკული ფაქტორი ბიზნესისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტატიის წარმდგენია ინერი, პირველი ქართული მობილური აპლიკაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
მაისი მსოფლიოში აღინიშნება, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების თვე. პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ინდივიდების ფსიქიკურ მდგომარეობას, არამედ იმ სისტემურ ფაქტორებსაც, რომლებიც ამ მდგომარეობას განსაზღვრავს. თანამედროვე რეალობაში კი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემა სწორედ სამუშაო გარემოა.
დღეს უკვე ნათელია, რომ თანამშრომლების ფსიქიკური კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია ორგანიზაციების ეფექტიანობასთან, ფინანსურ შედეგებთან და გრძელვადიან მდგრადობასთან.
ბოლო პერიოდის ამერიკული და ევროპული კვლევები ცხადყოფს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების იგნორირება კომპანიებისთვის არასახარბიელო შედეგების მომტანია.
მაგალითად, World Health Organization-ის მიხედვით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობები მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად დაახლოებით 1 ტრილიონ დოლარზე მეტ ზიანს აყენებს, ადამიანების პროდუქტიულობის შემცირების გამო. WHO-სა და International Labour Organization-ის ერთობლივი ანალიზის თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებში ჩადებული თითოეული 1 დოლარი საშუალოდ 4 დოლარის ეკონომიკურ სარგებელს იძლევა.
თანამედროვე ორგანიზაციებში სულ უფრო ხშირად ხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტეგრაცია HR სტრატეგიებში.
Gallup-ის 2023 წელს ჩატარერბული კვლევის მიხედვით – ორგანიზაციებში, სადაც თანამშრომლები გრძნობენ მხარდაჭერას ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით, თანამშრომელთა ჩართულობა ორგანიზაციის განვითარებაში 21%-ით მაღალია. ასეთი კომპანიები გამოირჩევიან თანამშრომელთა ნაკლები გადინებით და მაღალი პროდუქტიულობით.
განსაკუთრებით საინტერესოა eNPS (Employee Net Promoter Score) მონაცემები. კვლევები აჩვენებს, რომ იმ ორგანიზაციებში, სადაც თანამშრომლების მენტალური კეთილდღეობა პრიორიტეტულია, eNPS საშუალოდ 20–30 პუნქტით მაღალია, ვიდრე იმ კომპანიებში, სადაც მსგავსი პროგრამები არ არსებობს.
ევროპის ქვეყნაბეში ფსიქიკური ჯანმრთელობა უკვე აღიქმება როგორც სამუშაო გარემოს აუცილებელი კომპონენტი.
European Agency for Safety and Health at Work-ის მონაცემებით – კომპანიების 70%-ზე მეტი აღიარებს სტრესს, როგორც ერთ-ერთ მთავარ სამუშაო რისკს და კომპანიების მზარდი ნაწილი ნერგავს psychosocial risk management სისტემებს.
გარდა ამისა, Deloitte-ის 2022 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიების 60% უკვე სთავაზობს თანამშრომლებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებს. ეს მაჩვენებელი ბოლო 5 წელიწადში თითქმის გაორმაგდა.
ახალი ბალანსი – ფიზიკური vs მენტალური ჯანმრთელობა
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენცია არის ის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა უკვე აღარ არის "დამატებითი ბენეფიტი". ის თანდათან უტოლდება ფიზიკური ჯანმრთელობის დაზღვევას.
American Psychological Association-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით: თანამშრომლების 81% ელოდება, რომ დამსაქმებელი იზრუნებს მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე; ხოლო 71% ამბობს, რომ ამ ფაქტორს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს სამსახურის არჩევისას.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა რამდენიმე დონეზე ახდენს გავლენას კორპორაციაში:
- კოგნიტური ეფექტიანობა:
ფოკუსი, გადაწყვეტილებების მიღება და კრეატიულობა პირდაპირ არის დამოკიდებული ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე.
- კორპორაციული ურთიერთობები:
ჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობა ამცირებს კონფლიქტებს და ზრდის გუნდური თანამშრომლობის შესაძლებლობას.
- მოტივაცია:
თანამშრომელი, რომელიც გრძნობს მხარდაჭერას, უფრო მეტად არის ჩართული კომპანიის მიზნების მიღწევაში და ლოიალურია დამსაქმებლის მიმართ.
კომპანიები, რომლებიც აცნობიერებენ თანამშრომელთა მენტალური სტაბილურობის მნიშვნელობას ქმნიან უფრო მდგრად გუნდებს, ამცირებენ ე.წ. "პროფესიული გადაწვის" რისკებს, ზრდიან ინოვაციურობას. ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც ამას უგულებელყოფენ, რისკავენ თანამშრომელთა მაღალი გადინებით, დაბალი ჩართულობით და საბოლოოდ ფინანსური დანაკარგებით.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა არ მოიაზრებს მხოლოდ თერაპიის დაფინანსებას. ეფექტიანი მიდგომა მოიცავს:
- ფსიქოგანათლებას
- სქრინინგ ინსტრუმენტებს
- ყოველდღიური მხარდაჭერის რესურსებს
- უსაფრთხო საკომუნიკაციო სივრცეებს
- პროფესიონალურ დახმარებაზე წვდომას
მაისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. თანამედროვე მსოფლიოში უკვე აღარ დგას საკითხი – უნდა იზრუნოს თუ არა კომპანიამ თანამშრომლების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მთავარი შეკითხვა უკავშირდება რამდენად სწრაფად და ხარისხიანად გააკეთებს ამას კორპორაცია.
წყაროები / References:
- World Health Organization (2022) – Mental Health at Work Report
- International Labour Organization (2022) – Workplace Mental Health
- Gallup (2023) – State of the Global Workplace
- Deloitte (2022) – Mental Health and Employers Report
- European Agency for Safety and Health at Work (EU-OSHA)
- American Psychological Association (2023) – Work and Wellbeing Survey