იდეა, რომელიც ერთი ნაბიჯით დაიწყო და დღემდე გრძელდება - "ბეტონx"-მა ახალი საიმიჯო ვიდეო წარადგინა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ბეტონx"-მა ახალი საიმიჯო ვიდეო წარადგინა, რომელიც კომპანიის განვითარების ისტორიასა და მის ძირითად ღირებულებებს ასახავს.
ვიდეოს მთავარი გზავნილი იდეის მნიშვნელობას უკავშირდება - პროცესს, რომელიც ერთი ნაბიჯით იწყება და დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებად გარდაიქმნება. კომპანიის განმარტებით, სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნდა "ბეტონx"-ის შექმნაც.
კომპანია თავიდანვე ისახავდა მიზნად სამშენებლო სექტორისთვის ისეთი პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზებას, რომელიც ხარისხის, სტაბილურობისა და სანდოობის მაღალ სტანდარტებს უპასუხებდა. წლების განმავლობაში ეს იდეა განვითარდა და დღეს უკვე არაერთ მნიშვნელოვან პროექტშია რეალიზებული.
ვიდეოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ როლს, რომელსაც მყარი საფუძველი ნებისმიერი პროექტის წარმატებაში ასრულებს. "ბეტონx"-ის შეფასებით, ხარისხიანი სამშენებლო მასალები და სტაბილური მიდგომები არა მხოლოდ მიმდინარე შედეგებს განსაზღვრავს, არამედ გრძელვადიანი განვითარების საფუძველსაც ქმნის.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მათი საქმიანობის მთავარი მიზანი იდეების რეალობად ქცევისა და პროექტებისთვის მტკიცე საფუძვლის შექმნაა.
ვიდეო სწორედ ამ გზის, დაგროვილი გამოცდილებისა და იმ ღირებულებების წარმოჩენას ემსახურება, რომლებზეც "ბეტონx"-ის საქმიანობა წლების განმავლობაში შენდებოდა.