Entrepreneur-მა მეწარმე ქალთა მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრ კახეთს" (MCK) და Entrepreneur-ს შორის, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები კახეთის რეგიონში ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების ანტერპრენერული უნარების განვითარების მიზნით შემდეგ ამოცანებს განახორციელებენ: აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა და ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება; საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; დარგის სპეციალისტების, ტრენერებისა და ექსპერტების ჩართვის უზრუნველყოფა მხარეთა მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში; მცირე და საშუალო მეწარმე ქალთა და ახალგაზრდების პრაქტიკული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა; სხვა ღონისძიებების განხორციელება მემორანდუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მიზნების მისაღწევად.
შეთანხმება ამავე დროს ითვალისწინებს, აქტიურ საინფორმაციო მხარდაჭერას საინფორმაციო სააგენტო www.knews.ge და https://healthroutedaily.org/ge%3C/a%3E რესურსებზე.
"მედია ცენტრი კახეთი " MCK რეგიონში ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს. მემორანდუმი პროექტის "მეწარმე ქალთა მხარდაჭერა Covid 19 ის დროს" ფარგლებში შემუშავდა, რომელის ფონდის "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ არის მხარდაჭერილი.