დღე, რომელსაც ტრადიციად ქცევა სჭირდება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სანამ კინოთეატრებში Marvel-ის პერსონაჟებს აღმოვაჩენდით, ჩვენს სახლში ცხოვრობდა კაცი, რომელსაც ნებისმიერი რამის გაკეთება შეეძლო და ამ კაცს მამა ერქვა.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მამების დღეს დიდი ხნის ისტორია აქვს, საქართველოში ეს თარიღი ჯერ კიდევ ახალია და ის მხოლოდ 2016 წლიდან აღინიშნება.
ტრადიციის მეათე წელს, "სოკარმა" გადაწყვიტა, ხმამაღლა ესაუბრა შვილის აღზრდაში მამობის უდიდეს მნიშვნელობაზე და 21 ივნისს ემოციური კამპანია წარადგინა.
"მამაჩემი გზად და ხიდად" - ასე ქვია საკომუნიკაციო კამპანიას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კარგი მამების აღმოჩენას და მათ წახალისებას ემსახურება.
ვიდეო მამისა და შვილის იმ ხილულ, თუ უხილავ კავშირზე გვიყვება, რომელიც დაბადების პირველივე წუთებიდან ყალიბდება. კარგ მამას ერთი პროფესია არ აქვს, ის ჩვენი ცხოვრების მთავარი მეგზური, მეგობარი, კრიტიკოსი, მხარდამჭერი, follower, კომპასი და მასწავლებელია.
ჩვენ გვჯერა, რომ კარგი მამების უმეტესობას, შეუძლია საათობით ეძებოს სათვალე, რომელიც შუბლზე უკეთია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ის მაინც ჩვენს გვერდით დგას და "ყველაფერი შეუძლია".
კამპანიის კონცეფციასა და სცენარზე იმუშავა კრეატიულმა სააგენტო Maverik-მა.
ვიდეო წარმოება უზრუნველყვეს Indutstria-მ და Advan Production-მა.