BTU და GITA სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკს გამართავენ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
17-22 აგვისტოს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და სრული დაფინანსებით, სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკს გამართავს. ბანაკში ქართველი და საერთაშორისო მენტორები, ლექტორები და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
AI ბანაკი 60 სტუდენტისთვის გაიმართება, მათ შორის 40 სტუდენტი საქართველოს მასშტაბით შეირჩევა, ხოლო 20 მონაწილე საერთაშორისო სტუდენტი იქნება. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლების, კიბერუსაფრთხოების, AI ეთიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკულ მიმართულებებს, იმუშაონ გუნდურად რეალურ გამოწვევებზე და მენტორებთან ერთად შექმნან ინოვაციური იდეები.
პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ ვორქშოფებს, AI და მანქანური სწავლების შეხვედრებს, ვირტუალურ სესიებს, Spatial-ის პლატფორმაზე აქტივობებს, მეწარმეობისა და პროდუქტის განვითარების მოდულებს, ფიჩინგის პრაქტიკულ სესიებსა და სხვადასხვა ინტერკულტურულ, სპორტულ და შემოქმედებით აქტივობას.
სარეგისტრაციო ფორმა, რეგისტრაციის ბოლო დღე - 15.06.2026.
ბანაკი სასტუმრო "ამბასადორი", კაჭრეთში გაიმართება და 6 დღის განმავლობაში მონაწილეებს ინტენსიურ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ გამოცდილებას შესთავაზებს. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დაესწრებიან პრაქტიკულ ვორქშოფებს, AI-სა და მანქანური სწავლების სესიებს, კიბერუსაფრთხოების შეხვედრებს, გუნდურ სამუშაოებსა და ინტერაქციულ აქტივობებს.
პირველი დღე დაეთმობა მონაწილეების გაცნობას, ნეთვორქინგსა და ხელოვნური ინტელექტის გაცნობით სესიებს. მომდევნო დღეებში სტუდენტები შეისწავლიან AI-სა და მანქანური სწავლების საფუძვლებს, მონაცემთა მეცნიერებას, AI ხელსაწყოებს, კომპიუტერულ ინჟინერიას, პასუხისმგებლიან AI-ს, კიბერუსაფრთხოებასა და ტექნოლოგიურ მეწარმეობას. პროგრამის დასასრულს მონაწილეები საკუთარ პროექტებს ჟიურის წინაშე წარადგენენ და სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.
ბანაკის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ტენდენციები და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები, განუვითაროს შესაბამისი ტექნიკური, ანალიტიკური და სამეწარმეო უნარები და ჩართოს ისინი AI-ზე ორიენტირებულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოპებში. ასევე, შეიქმნას გარემო, სადაც მონაწილეები შეძლებენ საერთაშორისო გუნდების ფორმირებას და რეალური პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობას.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს სრულად დაფინანსებულ "ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკს სტუდენტებისთვის".