Brembo Expert - ხარისხი, რომელიც უსაფრთხოებას განსაზღვრავს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სამუხრუჭე სისტემა ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის განსაზღვრავს არა მხოლოდ კომფორტს, არამედ პირდაპირ გავლენას ახდენს უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვის ანდობთ თქვენი ავტომობილის სამუხრუჭე სისტემის მოვლასა და სერვისს.
Brembo Expert-ის შესახებ ამბოლის წარმომადგენელი, ზაალ მიგინეიშვილი გვესაუბრება:
რას ნიშნავს Brembo Expert-ის სტატუსი?
Brembo Expert არის სპეციალური სტატუსი, რომელიც ენიჭებათ მხოლოდ იმ სერვის ცენტრებსა და კომპანიებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ Brembo-ს მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს. ამბოლი ამაყად ატარებს Brembo Expert-ის სტატუსს, რაც ნიშნავს, რომ კომპანია Brembo-ს ოფიციალურად აღიარებული პარტნიორია.
რას ნიშნავს ეს მომხმარებლისთვის?
ეს სტატუსი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი გარანტიაა, რადგან ამბოლში ის იღებს:
- ორიგინალ Brembo-ს პროდუქტებს
- სწორ დიაგნოსტიკასა და პროფესიონალურ მონტაჟს
- საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას
Brembo-ს გარდა, კიდევ რომელი პრემიუმ ბრენდებია წარმოდგენილი ამბოლში?
Brembo-სთან ერთად, ამბოლში წარმოდგენილია Textar-ის სამუხრუჭე სისტემებიც, რომელიც პრემიუმ კლასის ევროპული ბრენდია და გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და საიმედოობით.
ამავე ბრენდს აქვს სპეციალური ხაზი, Textar APAD, რომელიც შექმნილია კონკრეტულად აზიური ავტოპარკისთვის და მორგებულია ისეთი ავტომობილების მახასიათებლებს, როგორებიცაა: Toyota, Hyundai, Kia, Honda და სხვა აზიური ბრენდები.
რამდენად მნიშვნელოვანია გარანტიის საკითხი სამუხრუჭე სისტემისთვის?
გარანტია ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, ამბოლში გარანტია ვრცელდება ნებისმიერი ბრენდის სამუხრუჭე ხუნდებსა და დისკებზე, რომლებიც შეძენილია ამბოლის ქსელში.
გარანტია მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ექსპლუატაციის პროცესში პროდუქტს აღენიშნება ვიბრაცია ან წრიპინის პრობლემა. ასეთ დროს მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ამბოლის ნებისმიერ ფილიალს შესაბამისი შემოწმებისთვის.
რას მოიცავს სამუხრუჭე სისტემის სრული სერვისი?
სამუხრუჭე სისტემის სრული სერვისი რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს:
დემონტაჟი: ვხსნით თვალს, სუპორტს და ვაცალკევებთ გაცვეთილ დისკს.
ზედაპირის მომზადება: იდეალური ფიქსაციისთვის, მორგვს ნადებისგან ზედმიწევნით ვასუფთავებთ.
ახალი დისკის მონტაჟი: ვათავსებთ ახალ დისკს და ვამუშავებთ კოროზიის საწინააღმდეგო დამცავი სითხით.
სუპორტის დატენიანება (Hydratec): მიმმართველებს ვზეთავთ Hydratec-ით, რათა ხუნდებმა სუპორტზე თავისუფლად იმოძრაონ.
ხუნდების მომზადება (Ceratec): ხუნდის უკანა მხარეს ვუსვამთ Ceratec-ს, რაც ამცირებს ვიბრაციას, ხმაურსა და წრიპინს.
ფინალური შემოწმება: საბოლოოდ ვაწყობთ სისტემას, ვამოწმებთ სიმტკიცეს და ავტომობილი მზადაა უსაფრთხო მგზავრობისთვის.
რატომ არის ხარისხიანი სამუხრუჭე სისტემა მნიშვნელოვანი?
სამუხრუჭე სისტემა პირდაპირ კავშირშია ავტომობილის უსაფრთხოებასთან. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია როგორც ხარისხიანი პროდუქტის არჩევა, ისე მისი პროფესიონალურად მონტაჟი და სერვისი. Brembo Expert-ის სტატუსი კი მომხმარებლისთვის დამატებითი ნდობისა და ხარისხის გარანტიაა.