ბიზნესისა და ტექნოლოგიური უნარების კომბინაციის მნიშვნელობა თანამედროვე კარიერაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში შრომის ბაზარი მუდმივ ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. პრაქტიკულად წაშლილია ტრადიციული საზღვრები ბიზნესსა და ტექნოლოგიებს შორის და დღეს წარმატებული კარიერის შესაქმნელად აღარ არის საკმარისი მხოლოდ ერთი მიმართულების თუნდაც საფუძვლიან დონეზე ცოდნა.

სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ SEU"-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს ინოვაციურ პროგრამებს, რომლებიც ზუსტად პასუხობენ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს. დღევანდელ რეალობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბიზნესის მიზნების მიღწევას ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც პროფესიონალებისგან მულტიფუნქციურობას მოითხოვს.

რატომ ითხოვენ კომპანიები ბიზნესისა და ტექნოლოგიების ერთობლივ ცოდნას?

ბიზნესს ციფრულ ეპოქაში სჭირდება ისეთი სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ პროცესების სიღრმისეული გააზრება და ტექნოლოგიების სწორად გამოყენებით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება.

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების კომბინირებული ცოდნა და შესაბამისი უნარ-ჩვევები საშუალებას აძლევს თანამშრომლებს, უკეთ გააანალიზონ ბაზარი, მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და შექმნან ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები", ამბობს პროფესორი თეონა მაისურაძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ვიცე-დეკანი Entrepreneur-თან ინტერვიუში.

კომპანიები მაქსიმალურად დაინტერესებული არიან, რომ მათი გუნდის წევრებს ტექნოლოგიური უნარების მიღმა ესმოდეთ ბიზნესის რეალური ღირებულებებიც.

მთავარი გამოწვევა კი ისაა, რომ ტექნოლოგიების მცოდნე სპეციალისტი შეიძლება ქმნიდეს მაღალხარისხიან, გამართულ სისტემას, მაგრამ თუ მას არ ესმის ბაზრის დინამიკა, მომხმარებლის ქცევა ან ორგანიზაციის სტრატეგიული საჭიროებები, იგი ტექნოლოგიის სრულ პოტენციალს, უბრალოდ, ვერ გამოიყენებს.

რომელი პროფესიული მიმართულებებია მოთხოვნადი?

ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სინთეზმა წარმოშვა სრულიად ახალი, მაღალანაზღაურებადი პროფესიული მიმართულებები, სადაც ორივე კომპონენტის ფლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია:

  • მონაცემთა მეცნიერება (Data Science): მონაცემების დამუშავება და მათგან კომპანიის ზრდისთვის საჭირო დასკვნების წაკითხვა.
  • ციფრული მენეჯმენტი (Digital Management): ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებისა და თანამედროვე გუნდების ეფექტიანი ლიდერობა.
  • ბიზნეს ანალიტიკა (Business Analytics): ბიზნესში არსებული პროცესების უკეთესად აღსაქმელად ოპტიმალური ხიდის შექმნა ტექნიკურ დეველოპერებსა და მენეჯმენტს შორის.
  • ტექნოლოგიური პროექტების მართვა: პროექტების ეფექტიანი, დროული და ბიუჯეტირებული შესრულება თანამედროვე მეთოდოლოგიების (Agile, Scrum) გამოყენებით.
  • ხელოვნური ინტელექტი (AI): AI სისტემების ინტეგრაცია ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

"დღევანდელ შრომის ბაზარზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით ბიზნესმიზნების მიღწევის უნარებს. მოთხოვნადი უნარებია მონაცემთა ანალიზი, პროექტების მართვა, ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი, ციფრული მართვა და მარკეტინგი, პროგრამირების საბაზისო ცოდნა, კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა", ამბობს ქალბატონი თეონა.

ხელოვნური ინტელექტისა (AI) და მონაცემთა მეცნიერების მზარდი როლი

თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალა სწორედ ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება გახლავთ. ორგანიზაციებს კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად სჭირდებათ ყოველდღიური ინფორმაციის შეგროვება და მათი ეფექტიანი გამოყენებისთვის შესაბამისი ალგორითმების დანერგვა. SEU-ს ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების პროგრამა სტუდენტებს ზუსტად ამ მიმართულებით აძლევს ფუნდამენტურ განათლებას.

ხელოვნურმა ინტელექტმა ბიზნესის თითქმის ყველა სფერო რადიკალურად შეცვალა:

  • ფინანსები: მისი დახმარებით მეტად დაცულია სექტორი, ადვილად ვლინდება თაღლითობის შემთხვევები და მაქსიმალური სიზუსტით ფასდება საკრედიტო რისკები.
  • მარკეტინგი: კომპანიას თავისუფლად შეუძლია მომხმარებელთა სწორი სეგმენტირება, მათი ქცევის პროგნოზირება და პერსონალიზებული გაყიდვების სტრატეგიის შექმნა.
  • ადამიანური რესურსების მართვა (HR): ხელოვნური ინტელექტი ეხმარება მენეჯერებს კანდიდატების ავტომატიზებულ შერჩევასა და მათ ობიექტურ შეფასებაში, ასევე თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებაში.
  • ლოჯისტიკა: უზრუნველყოფს მარაგების ოპტიმიზაციას, მოთხოვნების პროგნოზირებასა და საოპერაციო ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას.

"ორგანიზაციებს კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებად სჭირდებათ შესაბამისი ტექნოლოგიები ყოველდღიურად შეგროვილი ინფორმაციის ეფექტიანი გამოყენებისთვის. ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების სწორი დანერგვით კომპანიებს შეუძლიათ მომხმარებელთა ქცევის პროგნოზირება, ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია, საოპერაციო ხარჯების შემცირება, გაყიდვების პროგნოზირება, რისკების შეფასება და მართვა", განმარტავს ფაკულტეტი ვიცე-დეკანი.

საერთაშორისო პარტნიორობა და გლობალური სტანდარტები SEU-ში

აღსანიშნავია, რომ SEU-ში მეწარმეობის სწავლება უახლესი საერთაშორისო პრაქტიკით მიმდინარეობს. უნივერსიტეტის პროგრამებში წარმატებით არის დანერგილი ისეთი წამყვანი უნივერსიტეტებისა და პლატფორმების გამოცდილება, როგორებიცაა მასაჩუსესტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი MIT, მისი ინოვაციური პროდუქტები (ORBITI და Universal AI.) ეს პარტნიორობა სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, პირველივე დღიდან ეზიარონ მსოფლიო დონის პრაქტიკას და ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში.

დეტალური ინფორმაცია ამ თანამშრომლობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ SEU- ვებგვერდზე.

ტექნოლოგიური და ბიზნესუნარების მნიშვნელობა

ტექნოლოგიური და ბიზნესუნარების ერთმანეთისგან გამიჯვნა უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია. საუკეთესო კარიერული პერსპექტივები სწორედ იმ პროფესიონალებს აქვთ, ვისაც შეუძლიათ ტექნოლოგიური ინსტრუმენტები ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებს მოარგონ. ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ანალიზისა და ბიზნესის მენეჯმენტის სინთეზი არის ის ფორმულა, რომელიც გარანტირებულ წარმატებასა და ლიდერობას მოგიტანთ თანამედროვე, მუდმივად ცვალებად, ციფრულ სამყაროში. ამ მიმართულებით საერთაშორისო დონის განათლებას კი ქართველ სტუდენტებს "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU" სთავაზობს.