Axen Consulting Odoo-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა საქართველოში და უზბეკეთში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია Axen, რომელიც ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციასა და პროცესების ოპტიმიზაციაში ეხმარება, ოფიციალურად გახდა Odoo-ს პარტნიორი საქართველოში და უზბეკეთში.
ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული ბიზნეს ეკოსისტემისთვის, რადგან ის აერთიანებს ერთიან ბიზნეს მართვის პლატფორმას და Axen-ის ექსპერტიზას ბიზნეს პროცესების ანალიზში, ოპტიმიზაციასა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვაში.
ბევრი ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფრაგმენტული სისტემებია. ფინანსები ცალკე იმართება, გაყიდვები სხვა პლატფორმაში, HR პროცესები სხვადასხვა ფაილში, ინვენტარის კონტროლი კი ხშირად არ არის დაკავშირებული საერთო ოპერაციულ სურათთან. შედეგად, კომპანიებს უჭირთ პროცესების გამჭვირვალედ მართვა, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და მდგრადი მასშტაბირება.
Odoo-ს, როგორც ერთიანი ბიზნეს მართვის სისტემის, დანერგვა Axen-ის კონსულტაციასთან ერთად სწორედ ამ გამოწვევების გადაჭრას ემსახურება.
რას მიიღებს ბიზნესი Axen-ის და Odoo-ს თანამშრომლობით?
ERP სისტემის დანერგვა: კომპანიის ძირითადი ოპერაციული პროცესები ერთიან, სტრუქტურირებულ და მართვად სისტემაში გაერთიანდება.
CRM და გაყიდვების პროცესების გაუმჯობესება: გაყიდვების Pipeline, კლიენტებთან ურთიერთობა და კომერციული პროცესები გახდება უფრო გამჭვირვალე და პროგნოზირებადი.
ფინანსური პროცესების გაციფრულება: ორგანიზაციებს ექნებათ უკეთესი კონტროლი ფინანსურ მონაცემებზე, ანგარიშგებასა და ყოველდღიურ ოპერაციებზე.
HR პროცესების მართვა: თანამშრომლებთან დაკავშირებული პროცესები გახდება უფრო ორგანიზებული, მარტივად სამართავი და გამჭვირვალე.
ინვენტარისა და ოპერაციების კონტროლი: მარაგების, მიწოდებისა და შიდა ოპერაციების მართვა ერთიან სისტემაში დაეხმარება ბიზნესს რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებაში.
პროცესების ავტომატიზაცია: განმეორებადი და რუტინული სამუშაოების შემცირება გუნდებს მისცემს შესაძლებლობას, მეტი დრო დაუთმონ სტრატეგიულ და შედეგზე ორიენტირებულ ამოცანებს.
Axen Consulting-ის შესახებ
Axen არის ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციაზე, პროცესების ოპტიმიზაციასა და თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვაში. კომპანია ეხმარება ორგანიზაციებს ეფექტიანობის გაზრდაში, ოპერაციული პროცესების გამართვასა და გრძელვადიანი ზრდისთვის მზად სისტემების შექმნაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თუ გსურთ გაიგოთ, როგორ შეიძლება Odoo თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებს მოერგოს, ჩავნიშნოთ კონსულტაცია და ერთად ვნახოთ, როგორ გავაციფრულოთ თქვენი ბიზნეს პროცესები: https://axen.consulting/contact/