არ გამოტოვოთ Bolt Plus-ის კვირეული 23-დან 30 მარტამდე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ცხოვრების სწრაფ ტემპში ყველაზე მეტად ისეთ გადაწყვეტილებებს ვაფასებთ, რომლებიც რუტინას გვიმსუბუქებს. სუპერმარკეტის რიგები, აფთიაქებში ლოდინი თუ სამზარეულოში გატარებული საათები – ეს ის დროა, რომელიც შეგიძლია შენს თავს ან საყვარელ ადამიანებს დაუთმო.
Bolt Plus სწორედ ამისთვის შეიქმნა. ეს არის გამოწერის სერვისი, რომელსაც Bolt Food-ის გამოცდილება სრულიად სხვა საფეხურზე გადაჰყავს.
23-დან 30 მარტამდე: Bolt Plus-ის კვირეული გელოდებათ
Bolt Plus-ის მომხმარებლებს კვირეულის განმავლობაში ექნებათ ექსკლუზიური შეთავაზებები მათთვის საყვარელ ობიექტებში როგორებიცაა Wendy's, მადარტი, დრო და მრავალი სხვა.
რატომ უნდა გახდე Bolt Plus-ის წევრი დღესვე?
Bolt Plus-ის მათემატიკა მარტივია – შენ ზოგავ იმაზე მეტს, ვიდრე იხდი:
ყოველ თვიურად 9.99 ლარად (ან წლიურად სულ რაღაც 69.99 ლარად) თქვენი რჩეული რესტორნებიდან, მაღაზიებიდან თუ აფთიაქებიდან სასურველ პროდუქციას დროულად და უფასო მიწოდებით მიიღებთ. Bolt Food-ისთვის პრიორიტეტულია, რომ მომხმარებლებმა ეფექტური და კომფორტული სერვისებით სარგებლობისას დრო და ფული დაზოგონ.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა. Bolt Plus-ის მომხმარებლები ყოველდღიურად ისეთი განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ბენეფიტებით სარგებლობენ, როგორებიცაა:
- უფასო მიტანა
დაივიწყეთ მიტანის ხარჯი, რადგან უფასო მიწოდება ულიმიტო რაოდენობის შეკვეთებზე მოქმედებს მთელი წელი. თქვენი საყვარელი კერძის დასაგემოვნებლად სახლიდან გასვლა და გზაში დროის დახარჯვა აღარ დაგჭირდებათ, რადგან მიტანის თანხის დამატებით გადახდა აღარ მოგიწევთ.
- პირველი თვე უფასოა
ეს საუკეთესო შანსია, გამოსცადოთ სერვისი ყოველგვარი რისკის გარეშე. პირველი თვის განმავლობაში ყველა ბენეფიტით სარგებლობა სრულიად უფასოა. მალევე დარწმუნდებით, რომ Bolt Plus ჭკვიანური ინვესტიციაა თქვენი კომფორტისთვის, რომელიც დროსა და ფულს დაგაზოგინებთ მთელი წლის განმავლობაში.
Bolt Plus-ის კვირეული ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ გამომწერი გახდეთ და დროული მიტანის სერვისი და განსაკუთრებული შეთავაზებები თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქციოთ.
გამოიწერე Bolt Plus