Wolt ახალი კამპანიის ფარგლებში თაობებს შორის ენობრივ განსხვავებებზე სახალისო ვიდეოების აზიარებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული პლატფორმა Wolt Georgia თაობებს შორის ენობრივ განსხვავებებზე სახალისო ვიდეოების აზიარებს. სხვადასხვა ასაკის ადამიანები იმ ყოველდღიური მოხმარების ნივთებსა და პროდუქტებზე საუბრობენ, რომლებსაც სხვადასხვა თაობა განსხვავებული სახელებით მოიხსენიებს.

კამპანია ხაზს უსვამს, რომ ტექნოლოგიები და თანამედროვე სერვისები დღეს მრავალფეროვანი აუდიტორიის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. სწორედ ამიტომ, Wolt თაობებს შორის საერთო გამოცდილებასა და ურთიერთგაგებაზე ამახვილებს ყურადღებას.

ვიდეოს მთავარი გზავნილიც შესაბამისია: შეიძლება სიტყვები იცვლებოდეს, მაგრამ ადამიანები და მათი ყოველდღიური საჭიროებები გვაერთიანებს.