როგორ აქცია "ნიკორამ" შეფუთვა გულშემატკივრობის ხელოვნებად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, გულშემატკივრებში ემოციები პიკს აღწევს. სწორედ ამ დიდ საფეხბურთო ციებ-ცხელებას "ნიკორა ხორცპროდუქტები" სრულიად განსხვავებული, კრეატიული კამპანიით ხვდება. ბრენდმა საკუთარ მომხმარებლებსა და ფეხბურთის ენთუზიასტებს საინტერესო ხედვა შესთავაზა – სოსისი "ქომაგი", რომელიც ზუსტად იმიტომ შეიქმნა, რომ დიდი მატჩების, მეგობრული შეკრებებისა და ტრიბუნების განუყრელი ნაწილი გამხდარიყო, ბაზარზე რადიკალურად შეცვლილი, ფერადი და სიმბოლური შეფუთვებით გამოჩნდა.
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ლიმიტირებული სერიის 11 განსხვავებული დიზაინი, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატების ყველაზე ემოციურ და საკულტო მომენტებს აცოცხლებს. ერთ შეფუთვაზე არგენტინის დროშის ფერებსა და ლეგენდარული მარადონას "ღმერთის ხელს" შეხვდებით, მეორეზე კი ზიდანისა და მატერაცის შეკამათების მომენტს. იტალიის ნაკრების ერთგულმა გულშემატკივრებმა მსუბუქი იუმორით უნდა შეხედონ მათთვის შექმნილ ერთ-ერთ დიზაინს. ვინაიდან "სკუადრა აძურამ" წელსაც გამოტოვა ჩემპიონატი, "ნიკორამ" სახალისო დიზაინით შეახსენა მათ, რომ წელს სხვა გუნდების თამაშებით ტელევიზორთან ტკბობის დროა.
განსაკუთრებული ადგილი კამპანიაში ორ ემოციურ დიზაინს უჭირავს, რომლებიც მთლიანად საქართველოს ეძღვნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო პირველობაზე ჯერ არ უთამაშია, ჩვენ გვჯერა, რომ 2030 წელი ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული იქნება და ეს შეფუთვები სწორედ ამ დიდი მოლოდინებისა და მომავლის იმედის სიმბოლოა.
კამპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ გამორჩეული შეფუთვებით. "ნიკორამ" ბევრი საინტერესო თანამშრომლობა წამოიწყო სხვადასხვა პოპულარულ სახესთან. კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სახეა ვახო ბოლოთაშვილი, რომელთან კოლაბორაციით გუნდი მაყურებელს ბევრ საინტერესო ინტერაქციას შესთავაზებს. იქნება გათამაშებებიც. გათამაშდება სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილი ქითები, სადაც შეხვდებით გამორჩეული დიზაინის მაისურებს, კეპებს, სტიკერებსა და სხვა საინტერესო, სიმბოლურ ნივთებს. ემოციური ფონის შესაქმნელად და მიზნების მიღწევის სურვილით, ქითში საქართველოს დროშების ნაკრებიც აღმოჩნდა.
ტექნოლოგია, რომელმაც კრეატივი ბარიერებისგან გაათავისუფლა
ასეთი მრავალფეროვანი იდეის რეალიზება ტექნოლოგიური პარტნიორის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. განსხვავებული დიზაინების დასაბეჭდად "ნიკორამ" კომპანია "ქოლორთან" ითანამშრომლა. ეტიკეტები რეგიონში უნიკალური, HP Indigo 20 000-ის ციფრული ბეჭდვის ტექნოლოგიით დამზადდა. ამ ინოვაციამ შესაძლებელი გახადა ყველა ვერსიის ერთ ტირაჟში, ზედმეტი ბარიერების გარეშე ბეჭდვა.
"ნიკორას" ახალი კამპანია ამტკიცებს, რომ შეფუთვა მხოლოდ პროდუქტის დამცავი ფენა არ არის – ის კომუნიკაციის, ემოციისა და გულშემატკივრობის საუკეთესო მედიუმია.
ეძებეთ "ქომაგის" საფეხბურთო სერია მარკეტების თაროებზე, იპოვეთ თქვენი ფავორიტი მომენტი და შემოუერთდით მსოფლიო ჩემპიონატის დიდ დღესასწაულს!