პროექტი შენი ცხოვრების რიტმის შესაბამისად – MZIURI DEVELOPMENT
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სახლი უნდა იყოს სივრცე, რომელიც სრულად შეესაბამება მესაკუთრის პიროვნებას, ღირებულებებსა და ოცნებებს. სწორედ ამ ხედვით ფორმირდა პროექტის მთავარი ინსპირაცია – მახინჯაურის უნიკალური ბუნება, მდგრადი გარემო და ისტორიული კონტექსტი. ტერიტორია გამოირჩევა მრავალწლოვანი ფიჭვებით, ენდემური ნარგავებითა და სუფთა ზღვის პირობებით, რაც ქმნის გარემოს, რომელიც ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს ახალ დონეზე აყენებს. პროექტის კონცეფცია პასუხობს ბაზრის მოთხოვნას ეკოლოგიური, მდგრადი და კომფორტული საცხოვრებლის მიმართ, რომელიც აერთიანებს ბუნებას, თანამედროვე სტანდარტებსა და უნიკალურ საცხოვრებელ გამოცდილებას.
სწორედ ამ ხედვაზე დაყრდნობით განვითარდა პროექტის იდეა. იდეის მიზანია მახინჯაურის უნიკალური ეკოლოგიური გარემოს გამოყენებით ადამიანებს შესთავაზოს ცხოვრების ახალი რიტმი.
ეს მიმართულება შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ქალაქთან სიახლოვე, მაგრამ იმავდროულად, აქვს საშუალება, მოსწყდეს ყოველდღიურ ხმაურს და დატკბეს ზღვისა და მთის ბუნებით. ბათუმიდან მხოლოდ 5 წუთის სავალზე, 15 070 კვ.მ. გაშენებული მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელს და 5-ვარსკვლავიან სასტუმრო CROWNE PLAZA-ს, რაც ქმნის გარემოს, სადაც კომფორტი, ბუნება და თანამედროვე სტანდარტები იდეალურად იკვეთება.
აპარტამენტებიდან იშლება შთამბეჭდავი ხედები ზღვისა და მთის მიმართულებით, შენობები დაგეგმარებულია ისე, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი სინათლე, ადგილობრივი მიკროკლიმატი და ფერადი ბუნების ხედები, რაც ცხოვრების გამოცდილებას სიმშვიდესა და ბალანსს მატებს.
MZIURI WELLNESS
"მზიური ველნესი" ეს არა უბრალოდ საცხოვრებელია, არამედ გამორჩეული ადგილი ცხოვრების, სიმშვიდისა და ჯანმრთელობისთვის. კომპლექსი ვითარდება მახინჯაურში, ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე, მრავალწლოვანი ფიჭვებისა და ენდემური ნარგავების გარემოცვაში, სადაც ჰაერი სუფთაა, ხოლო მიკროკლიმატი სრულყოფილად აღვიძებს ჯანმრთელობისა და შთაგონების განცდას.
"მზიური ველნესი" აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ აპარტამენტებს, 5-ვარსკვლავიან სასტუმრო CROWNE PLAZA-სა და უნიკალურ ბალნეოკურორტს, სადაც მახინჯაურის მინერალური წყლები მკურნალობასა და განტვირთვას ერთიან გამოცდილებად აქცევს.
ინტერესი გოგირდოვანი წყლის მიმართ დღითიდღე იზრდება, და სწორედ ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულმა ადგილმა მეორედ დაიბრუნოს სიცოცხლე და ფუნქციონირება თანამედროვე სტანდარტებითა და მომხმარებლის კომფორტით.
MZIURI ANEX
MZIURI ANEX – მესამე დამატებითი პროექტია, რომელიც იმ ადამიანებისთვის იქმნება, ვინც მაქსიმალურ სიმშვიდესა და კომფორტს ეძებს.
პროექტის კონცეფციიდან და ლოკაციის უპირატესობებიდან გამომდინარე, "მზიური ანექსის" არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი სრულ ჰარმონიაშია ბუნებრივ გარემოსთან.
ინტერიერში ბუნებრივი მასალები შერწყმულია თანამედროვე ელემენტებთან, რაც ქმნის ნათელ, ჰაეროვან და კომფორტულ გარემოს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას ახლებური სიმშვიდითა და ხედვით დაგანახებთ.
სამივე პროექტი იზიარებს სრულად ხედვას, რომ შექმნას ბუნების სილამაზით, ჯანმრთელობითა და კომფორტით სავსე ყოველდღიური ცხოვრება ქალაქიდან სულ რამდენიმე წუთში.
გაიგეთ მეტი: https://mziuridevelopment.ge
გამოგვყევით: https://www.facebook.com/MziuriDevelopment