One Academy - ერთი აკადემია ყველაფრის შესასწავლად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე სამყაროში განათლება მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარებას აღარ ნიშნავს. სწორედ ამ იდეაზე დაფუძნდა One Academy - სივრცე, რომელიც აერთიანებს როგორც ტექნოლოგიურ, ისე ჰუმანიტარულ განათლებას და სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებს ერთ გარემოში უყრის თავს.
აკადემიის მთავარი მიზანია ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი გახდეს ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების ადამიანისთვის. One Academy-ში კურსები შექმნილია ისე, რომ სტუდენტებმა მიიღონ როგორც პრაქტიკული გამოცდილება, ისე აკადემიური ცოდნა - ბალანსი, რომელიც თანამედროვე პროფესიულ განვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დღეს, როდესაც ტექნოლოგიური სფერო სწრაფად ვითარდება, ჰუმანიტარული განათლების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. One Academy სწორედ ამ ორი მიმართულების ჰარმონიულ გაერთიანებაზე აკეთებს აქცენტს. აქ სწავლა მხოლოდ პროფესიის დაუფლებას არ გულისხმობს - აკადემია მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, ახალი იდეების გაზიარებასა და საგანმანათლებლო პროექტების შექმნას, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების განვითარებას შეუწყობს ხელს.
დამატებითი ინფორმაციისა და კურსების სანახავად ეწვიეთ One Academy-ის ოფიციალურ ვებგვერდს, Facebook-ს და LinkedIn-ს.