"ლისი ტრიო" EBRD-ის მწვანე სერტიფიკატის მფლობელი გახდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Trio Group 2016 წლიდან ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეებს, სადაც კომფორტი, ხარისხი და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ერთიანდება. კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია "ლისი ტრიო", რომელიც EBRD-ის მწვანე სერტიფიკატის მფლობელია და რომლის შესახებაც გვესაუბრება მისი კომერციული დირექტორი მარიამ აფაქიძე.

მარიამ, პირველ რიგში გვითხარით, რას წარმოადგენს "ლისი ტრიო" და რა იდეაზეა აგებული პროექტი?

"ლისი ტრიო" არის თანამედროვე ურბანული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც შექმნილია იმ იდეით, რომ ერთ სივრცეში გააერთიანოს კომფორტი, ფუნქციურობა და ჯანსაღი გარემო. პროექტი არა მხოლოდ საცხოვრებელ ბინებს, არამედ სრულფასოვან ეკოსისტემას წარმოადგენს, სადაც მაცხოვრებლის ყოველდღიური საჭიროებები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული.
ჩვენ ვქნით მაღალი დონის საცხოვრებლებს, რომელიც ენერგოეფექტურობით და გარემოზე პასუხისმგებლობით გამოირჩევა. ამის ერთ-ერთი დასტურია სწორედ EBRD-ის სერტიფიკატი, რომელსაც ჩვენი პროექტი ფლობს.

დიახ, "ლისი ტრიომ" მიიღო საერთაშორისო ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი. ზოგადად, რა არის EBRD და რა მნიშვნელობისაა ეს სერტიფიკატი პროექტისთვის?

European Bank for Reconstruction and Development (EBRD) არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, მდგრად ინვესტიციებსა და ენერგოეფექტური პროექტების მხარდაჭერას.

მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მწვანე ეკონომიკის განვითარება, რაც გულისხმობს ისეთი პროექტების ხელშეწყობას, რომლებიც ამცირებს ენერგომოხმარებას, გარემოზე ზემოქმედებას და ქმნის უფრო ეფექტურ საცხოვრებელ გარემოს.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება Green Economy Financing Facility- ის პროგრამაც, რომლის ფარგლებში შეფასდა "ლისი ტრიოს" პროექტი.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი პროექტისთვის. აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს, რომ "ლისი ტრიო" აკმაყოფილებს საერთაშორისო ენერგოეფექტურობის სტანდარტებს და წარმოადგენს გარემოზე პასუხისმგებელ, თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეს. ეს ნიშნავს, რომ პროექტი არა მხოლოდ კომფორტულია, არამედ ეკონომიურადაც გამართლებული რაც კომუნალური ხარჯებს 48%-მდე შემცირებას გულისხმობს.

საინტერესოა როგორ დაიწყო სერტიფიცირების პროცესი და რა ეტაპები გაიარეთ?

პროცესი დაიწყო იმით, რომ საქართველოს ბანკი-ის ინიციატივით დავუკავშირდით EBRD-ის წარმომადგენლობას. ბანკი თავად გახდა შუამავალი რგოლი ჩვენსა და Green Economy Financing Facility-ს შორის და აიღო პასუხისმგებლობა პროცესის კოორდინაციაზე.

შემდგომ ეტაპზე განხორციელდა პროექტის ძირითადი სამშენებლო და ტექნიკური მიმართულებების დეტალური შეფასება. განიხილებოდა ის კრიტერიუმები, რომლითაც ჩვენი კომპანია აგრძელებდა მშენებლობას და მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებსა და GEFF-ის მოთხოვნებთან.

ტექნიკური მახასიათებლების სრული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ "ლისი ტრიო" სრულად აკმაყოფილებდა EBRD-ის "მწვანე სერტიფიკატის" კრიტერიუმებს.

რა პროცედურები და ტექნიკური დეტალები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასების პროცესში?

შეფასების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ტექნიკური მახასიათებლების დეტალური წარმოდგენა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოყენებულ სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებს - "ლისი ტრიოს" პროექტში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მასალები, მათ შორის მაღალი დონის არმატურა, რაც უზრუნველყოფს კონსტრუქციის სიმტკიცესა და სანდოობას.

ასევე უმნიშვნელოვანესი იყო ვენტილირებადი ფასადის სისტემა და ალუმინის კარ-ფანჯრების მინაპაკეტების თბოგამტარობის კოეფიციენტები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ენერგოეფექტურობაზე. სწორედ ეს დეტალები განსაზღვრავს ენერგიის დანაკარგის შემცირებას და მთლიანად პროექტის ენერგოეფექტურობას.

საინტერესოა, რას ნიშნავს ეს სერტიფიკატი მაცხოვრებლებისთვის?

"ლისი ტრიოს" EBRD-ის სერთიფიკატი მაცხოვრებლებისთვის ნიშნავს ენერგოეფექტურობას, რაც პირდაპირ აისახება კომუნალურ ხარჯებზე - მათ ექნებათ გათბობისა და მთლიანად ენერგომოხმარების დაბალი ხარჯები.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკოლოგიური პასუხისმგებლობა - მსგავსი ტიპის პროექტები მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. და, რა თქმა უნდა, ეს არის ინვესტიცია მომავალში - ენერგოეფექტური საცხოვრებელი ყოველთვის უფრო მოთხოვნადი და ღირებული იქნება ბაზარზე.


დღეს რამდენად მოთხოვნადია ენერგოეფექტური საცხოვრებელი საქართველოში?

შემიძლია გითხრათ, რომ ინტერესი აშკარად მზარდია. მომხმარებელი უკვე უფრო ინფორმირებულია და არჩევანის გაკეთებისას ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ ლოკაციასა და დიზაინს, არამედ იმასაც, თუ რამდენად ეკონომიური და ეკოლოგიურია საცხოვრებელი გარემო.

ვფიქრობ, ძალიან მალე ეს სტანდარტები ბაზრის აუცილებელ მოთხოვნად იქცევა.

იგეგმება თუ არა მსგავსი სტანდარტების დანერგვა "ტრიო ჯგუფის" სხვა პროექტებშიც?

დიახ, ეს არის ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ პროექტში შევინარჩუნოთ საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მაღალი ხარისხი, ენერგოეფექტურობა და გარემოს მიმართ პასუხისმგებლიანი მიდგომა.

და ბოლოს, რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა "ლისი ტრიო"?

როგორც უკვე ვთქვით, "ლისი ტრიო" არ არის უბრალოდ საცხოვრებელი კომპლექსი - ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი მორგებულია ადამიანზე. ჩვენთან ერთიანდება კომფორტი, უსაფრთხოება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები.

"ლისი ტრიო" არის არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს არა მხოლოდ ბინას, არამედ ცხოვრების მაღალ ხარისხს.