Kia საქართველო x FIFA World Cup 2026 — "მოძრაობა, რომელიც გვაერთიანებს"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
11 ივნისს, იმ დღეს, როდესაც ოკეანის მიღმა ისტორიული მუნდიალი სტარტს იღებდა, თბილისში, სასადილო "ცეხში" Kia საქართველომ საკუთარი ღონისძიება გამართა. მომხმარებლები, პარტნიორები, ფეხბურთის თაყვანისმცემლები — ერთ სივრცეში, ერთი მუხტით. ის, რასაც Kia "მოძრაობა, რომელიც გვაერთიანებს" უწოდებს, ამ საღამოს ციტატა კი არა — განცდა იყო.
20 წელი ფეხბურთის გვერდით
Kia 2007 წლიდან FIFA-ს ოფიციალური პარტნიორია — 20 წელია ფეხბურთის ყველაზე დიდ სცენაზე, სადაც ემოცია ყველაზე ძლიერია. როგორც FIFA-ს ოფიციალური მობილობის პარტნიორი, Kia World Cup 2026-ზე ტრანსპორტირებას, ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებს და მობილობის სერვისებს უზრუნველყოფს — მოედანზე და მის გარეთ.
49-ე გუნდი
ამ წელს ჩემპიონატი ისტორიას ქმნის: პირველად ერთდროულად სამი ქვეყანა მასპინძლობს — აშშ, კანადა და მექსიკა, 48 ეროვნული ნაკრები ეჯიბრება ოქროს თასისთვის, 6 კვირის განმავლობაში. Kia-მ კი ამ ყველაფერს საკუთარი სიმბოლური შეხება დაუმატა — "49-ე გუნდი" Kia-ს კამპანიის სახელწოდებაა, რომელიც აღნიშნავს ჩემპიონატის ოფიციალური ბურთის მატარებელ ახალგაზრდა ფეხბურთელთა შთამაგონებელ ისტორიებს.
კამპანიის სახეა ლეგენდარული ტიერი ანრი, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს იმ გზას სთავაზობს, რაც მათ დიდ არენამდე მიიყვანს. ყოველ მატჩამდე 104 ბავშვი — 10-დან 14 წლამდე — ნაკრებებთან ერთად მოედანზე შევა და ოფიციალური ბურთი მსაჯს გადასცემს. ეს არ არის მხოლოდ ცერემონია — ეს ბავშვის ცხოვრების ყველაზე დამამახსოვრებელი წამია. და სწორედ ამ წამის ხელშეწყობა Kia-მ აირჩია.
Kia EV6 — გათამაშება, რომელიც ქართველ გამარჯვებულს ელის
ღონისძიების განსაკუთრებული სიახლე კი ისაა, რომ Kia საქართველო კოკა-კოლასთან პარტნიორობით უახლეს ელექტრო მოდელს — Kia EV6-ს — ათამაშებს. ჩემპიონი სპორტული ჯილდოების მქონე ავტომობილი — European Car of the Year და World Performance Car— ახლა ქართველ გამარჯვებულს ელის. Kia EV6-ი ავტომობილია, რომელიც 800V სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიას მომხმარებელს mainstream ფასად სთავაზობს— 18 წუთი 10%-დან 80%-მდე, 455 კმ ერთი დამუხტვით, 0-100კმ-მდე აჩქარება 3,5 წამში.
"Inspiration connects us all"
სასადილო "ცეხში" შეკრებილი ადამიანები სხვადასხვა ისტორიებით მოვიდნენ — მაგრამ ბოლოს ყველა ერთ თემაზე საუბრობდა: ფეხბურთი, მოძრაობა, კავშირი. სწორედ ეს არის ის ემოცია, რომელიც Kia-ს გლობალური კამპანიის გულშია.
მუნდიალი 6 კვირაა. კამპანია — კიდევ გაგრძელდება. Kia საქართველო ყოველ ნაბიჯზე იქ იქნება, სადაც ყველაზე დიდი ემოციაა.
Kia საქართველო — Kia-ს ოფიციალური დილერი საქართველოში 2007 წლიდან FIFA World Cup 2026 — 11 ივნისი – 19 ივლისი, 2026