"ხელოვნური ინტელექტი კი არ ჩაგინაცვლებთ, არამედ უბრალო მომაბეზრებელი მიკრომენეჯერი გახდება" - Nvidia-ს გენერალური დირექტორი ჯენსენ ჰუანგი

By Dan Bova

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჯენსენ ჰუანგს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კარგი და ცუდი ამბავი აქვს. კარგი ის არის, რომ AI თქვენს სამუშაო ადგილს არ წაგართმევთ. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ ამის ნაცვლად, ის მუდმივად გაკვირდებათ და გაკონტროლებთ. Fortune-ის თანახმად, Nvidia-ს გენერალური დირექტორი პროგნოზირებს, რომ თქვენი ჩანაცვლების ნაცვლად, AI ასისტენტები უფრო მენეჯერებივით მოიქცევიან.

"თქვენი AI აგენტები მოგაბეზრებენ თავს, მოახდენენ თქვენს მიკრომენეჯმენტს და იმაზე დაკავებული იქნებით, ვიდრე ოდესმე", - განაცხადა ჰუანგმა სტენფორდის ბიზნესის უმაღლეს სკოლაში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.

ჰუანგის ხედვა ეჭვქვეშ აყენებს საყოველთაო შიშს იმის შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ადგილებს სრულად გაანადგურებს. ამის ნაცვლად, ის ამტკიცებს, რომ AI ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში ჩაინერგება, როგორც ერთგვარი ციფრული ზედამხედველი, რომელიც თვალყურს ადევნებს პროდუქტიულობას, ახდენს ამოცანების ოპტიმიზაციას და უბიძგებს თანამშრომლებს უფრო ეფექტური მუშაობისკენ. წარმოიდგინეთ ეს არა როგორც სამუშაოს დაკარგვა ავტომატიზაციის გამო, არამედ როგორც ძალიან ჯიუტი კოლეგის შეძენა, რომელიც არასოდეს ისვენებს.

ამ განსხვავებას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ანტრეპრენერებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე ფიქრობენ. კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, ჩაანაცვლებს თუ არა AI თქვენს გუნდს, არამედ იმაში - ხართ თუ არა მზად მართოთ სამუშაო ძალა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ყურში მუდმივად კარნახობს იდეებსა და მითითებებს.

თარგმანი: მარიამ ქობალია

Dan Bova

Entrepreneur Staff

VP of Special Projects

Dan Bova is the VP of Special Projects at Entrepreneur.com and host of the How Success Happens podcast. He previously worked at Jimmy Kimmel Live, Maxim, and Spy magazine. His latest books for kids include This Day in History, Car and Driver's Trivia ZoneRoad & Track Crew's Big & Fast Cars, The Big Little Book of Awesome Stuff, and Wendell the Werewolf

Read his humor column This Should Be Fun if you want to feel better about yourself.