Haven Capital ტაბახმელაში დახურულ კერძო უბანს ავითარებს: პროექტი, რომელიც ბუნებასა და ქალაქის კომფორტს აერთიანებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო წლებში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება ახალი ტენდენცია, ადამიანები ცხოვრების ხარისხს სულ უფრო მეტად უკავშირებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ სახლს, არამედ გარემოს, ბუნებასა და ყოველდღიურ კომფორტს. სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს Haven Capital-ის ახალი პროექტი Haven Fields, რომელიც ტაბახმელაში, თავისუფლების მოედნიდან მხოლოდ 15 წუთის სავალზე შენდება.

Haven Fields-ის პროექტი 16 პრემიუმ ვილისგან შემდგარ დახურულ კერძო უბანს მოიცავს და მისი მთავარი კონცეფციაა ისეთი საცხოვრებელი სივრცის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრება ქალაქის შესაძლებლობებსა და კომფორტზე უარის თქმის გარეშე.

"ჩვენთვის ეს მხოლოდ პრემიუმ საცხოვრებელი არ არის. ეს არის ცხოვრების ახალი სტანდარტი, რომელიც აერთიანებს ბუნებას, კომფორტს, კონფიდენციალურობასა და ქალაქთან მაქსიმალურ სიახლოვეს. გვჯერა, რომ თანამედროვე ცხოვრების ხარისხი სწორედ ამ ბალანსშია", – მარიამ ქავთარაძე, Haven Capital-ის გაყიდვების გუნდის უფროსი.

როგორც მარიამი აღნიშნავს, Haven Fields გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებიც აფასებენ სიმშვიდეს, სუფთა ჰაერსა და ოჯახურ გარემოს, თუმცა ამავდროულად, სურთ ყოველდღიურად ქალაქთან ახლოს დარჩენა. Haven Capital-ში აღნიშნავენ, რომ მათი მიზანია მომავალ მცხოვრებლებს შესთავაზონ არა მხოლოდ პრემიუმ კლასის სახლი, არამედ ცხოვრების ისეთი სტილი, სადაც კომფორტი, სიმშვიდე და ხელმისაწვდომობა ბუნებრივად ერთიანდება.

Haven Capital-ის გადაწყვეტილება, პირველი კერძო საცხოვრებელი უბანი სწორედ ტაბახმელაში განევითარებინა, შემთხვევითი არ ყოფილა. არჩევანი განაპირობა როგორც ბუნებრივმა უპირატესობებმა, ისე მისმა გრძელვადიანმა განვითარების პოტენციალმა. ტაბახმელა ერთ-ერთი ის იშვიათი ადგილია, სადაც ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ რამდენიმე წუთში სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდები, სუფთა ჰაერით, ბუნების გარემოცვაში, თბილისის პანორამული ხედების ფონზე.

ამასთან, ტაბახმელას განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. საუკუნეების განმავლობაში ეს ადგილი სამეფო კარის ერთ-ერთ პრესტიჟულ საზაფხულო დასასვენებელ ზონად მიიჩნეოდა. სწორედ აქ დაიბადა თამარ მეფის ვაჟი, ლაშა-გიორგი, ხოლო ისტორიული გადმოცემების მიხედვით, თავად თამარ მეფეც განსაკუთრებულად აფასებდა ამ ადგილს და აქ ხშირად ატარებდა დროს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ Haven Fields ვითარდება სივრცეში, რომელსაც არა მხოლოდ გამორჩეული ბუნებრივი გარემო, არამედ ძლიერი ისტორიული იდენტობაც აქვს. ვფიქრობთ, ტაბახმელა დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ლოკაციაა როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციო თვალსაზრისით".

გუნდში მიაჩნიათ, რომ ისტორიული მემკვიდრეობა ამ ადგილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. მათი შეფასებით, ის მიზეზები, რომლებმაც ტაბახმელა საუკუნეების წინ განსაკუთრებულ ადგილად აქცია, დღესაც აქტუალურია, – უნიკალური მდებარეობა, ბუნება, სუფთა ჰაერი და სიმშვიდე.

ბოლო წლებში ტაბახმელა სულ უფრო ხშირად ჩნდება უძრავი ქონების განვითარების რუკაზე. Haven Capital-ში ამ პროცესს ცხოვრების სტილის ცვლილებას უკავშირებენ. დღეს მომხმარებლებისთვის აღარ არის მთავარი მხოლოდ ქალაქის ცენტრში ცხოვრება. სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ გარემოს, თუმცა ქალაქთან სიახლოვის დათმობაც არ სურს. ტაბახმელა სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს. ქალაქთან სწრაფი კავშირი, ბუნებასთან უშუალო სიახლოვე და ჯანსაღი გარემო ამ ლოკაციას განსაკუთრებულ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

"ვფიქრობთ, ეს მხოლოდ დროებითი ტენდენცია არ არის, ეს ცხოვრების სტილის ცვლილებაა. შესაბამისად, ტაბახმელას პოტენციალი უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდება".

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ სწორედ განვითარების ამ ეტაპზეა ყველაზე საინტერესო დრო უძრავი ქონების შესაძენად. მათი შეფასებით, ყველაზე დიდი საინვესტიციო ღირებულება სწორედ მაშინ იქმნება, როდესაც ტერიტორია ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. როდესაც ლოკაცია უკვე სრულად ჩამოყალიბებული და მასობრივად მოთხოვნადი ხდება, მისი საინვესტიციო პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე რეალიზებულია.

"ტაბახმელა დღეს სწორედ იმ ეტაპზეა, როდესაც მისი პოტენციალი უკვე აშკარაა, თუმცა ზრდის რესურსი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია".

Haven Fields-ის პროექტი მფლობელებს მწვანე კარკასის მდგომარეობით გადაეცემათ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიზანმიმართულად მიიღეს. მათი ხედვით, პრემიუმ საცხოვრებელი თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს უნდა პასუხობდეს.

სწორედ ამიტომ Haven Capital უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კონსტრუქციას, სრულად გამართულ ძირითად საინჟინრო სისტემებსა და საიმედო საფუძველს, ხოლო ინტერიერის საბოლოო გადაწყვეტას მფლობელის ინდივიდუალურ არჩევანს ანდობს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა მიიღოს არა უბრალოდ მზა პროდუქტი, არამედ ხარისხიანი საფუძველი საკუთარი იდეალური სახლის შესაქმნელად".

პროექტი გათვლილია როგორც ოჯახებისთვის, რომლებიც მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას, ისე იმ ადამიანებისთვის, ვინც ბუნებასთან სიახლოვესა და ქალაქთან სწრაფ კავშირს ერთდროულად აფასებენ. ამავდროულად, Haven Capital საკუთარ პროექტს საინვესტიციო შესაძლებლობადაც განიხილავს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ტაბახმელას განვითარების დინამიკა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ლოკაციის საინვესტიციო მიმზიდველობასაც გააძლიერებს.

დღეს მყიდველები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ სახლს, არამედ გარემოს, სადაც ცხოვრობენ. ამ თვალსაზრისით ტაბახმელას მთავარი უპირატესობა ბუნება, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და ქალაქთან მარტივი ხელმისაწვდომობაა.

პროექტის დასრულება 2027 წლის მარტისთვის იგეგმება. Haven Capital-ში აცხადებენ, რომ მშენებლობის პროცესში მთავარი პრინციპებია ხარისხი და პასუხისმგებლობა თითოეულ ეტაპზე. სწორედ ამიტომ კომპანია თანამშრომლობს მხოლოდ იმ პარტნიორებთან, რომლებიც საკუთარ სფეროში მაღალი რეპუტაციითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროდუქციით გამოირჩევიან. პროექტში გამოყენებულია Hunnewell Cement-ის, Geosteel-ისა და Alutech-ის პროდუქცია.

"ჩვენი მიზანია, Haven Capital-ის თითოეული ვილა არა მხოლოდ დღეს აკმაყოფილებდეს პრემიუმ სტანდარტებს, არამედ მრავალი წლის შემდეგაც ინარჩუნებდეს საკუთარ ხარისხსა და ღირებულებას".

Haven Capital-ში მიაჩნიათ, რომ ტაბახმელა დღეს განვითარების ისეთ ეტაპზეა, როდესაც მისი პოტენციალი უკვე ნათლად იკვეთება, თუმცა ზრდის შესაძლებლობა კვლავ ძალიან მაღალია. კომპანიის შეფასებით, უახლოეს წლებში ქალაქთან ახლოს, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარე საცხოვრებელ პროექტებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

"ჩვენ შევქმენით პროექტი, რომელიც აერთიანებს სწორ ლოკაციას, ხარისხიან მშენებლობასა და ცხოვრების იმ სტანდარტს, რომელსაც თანამედროვე ადამიანი ეძებს. ეს არის შესაძლებლობა, შეიძინო არა მხოლოდ პრემიუმ სახლი, არამედ აქტივი, რომლის ღირებულებაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. ეს არის ინვესტიცია როგორც ცხოვრების ხარისხში, ისე მომავალში".

სწორედ ამ ხედვით Haven Capital ტაბახმელაში ქმნის სივრცეს, რომელიც მხოლოდ საცხოვრებელი პროექტი არ არის, არამედ ეს არის გარემო მათთვის, ვინც კომფორტის, ბუნებისა და გრძელვადიანი ღირებულების ერთიანობას ეძებს.