GAUS CRYPTO – როგორ ინერგება კრიპტოსერვისის ახალი სტანდარტი თბილისში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GAUS CRYPTO-ს დამფუძნებელი დავით წერეთელი

ბოლო წლებში საქართველოში განსაკუთრებით თვალში საცემია კრიპტოინდუსტრიის მიმართ მზარდი ინტერესი როგორც კერძო ინვესტორების, ისე საერთაშორისო მომხმარებლებისა და ბიზნესების მხრიდან. აქედან გამომდინარე კი, ბაზარზე სულ უფრო მკაფიოა მოთხოვნა სერვისებზე, რომლებიც კრიპტოაქტივებსა და ტრადიციულ ფინანსურ სისტემას შორის ტრანზაქციებს მარტივს, სწრაფსა და, რაც მთავარია, ლეგალურად დაცულს გახდის.

სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს GAUS CRYPTO – თბილისში მოქმედი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP), რომელიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტასა და ფიატურ ვალუტებს შორის გაცვლით ოპერაციებს სთავაზობს. კომპანიის ბიზნესმოდელი მარტივ პრინციპზე დგას: კრიპტო აღარ უნდა იყოს რთულად გასაგები, არაოფიციალურ სივრცესთან ასოცირებული ან ზედმეტად სარისკო გამოცდილება. პირიქით, ის უნდა გადაიქცეს პროფესიონალურ ფინანსურ სერვისად, სადაც პროცესის თითოეული ეტაპი გამჭვირვალე და დაცულია.

www.gauscrypto.com

როცა ბევრ ადამიანს ან ბიზნესს კრიპტოს სწრაფად ყიდვა ან გაყიდვა სჭირდება – ლარში, დოლარსა თუ ევროში, ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორებით – GAUS CRYPTO სწორედ ამ დროს საჭირო შუამავლის ფუნქციას ირგებს. ბაზარზე, სადაც ტრადიციული ბანკები კრიპტოოპერაციებს ჯერაც ფრთხილად უყურებენ, ასეთი მოთამაშის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"თბილისის ფინანსურ ბაზარზე GAUS CRYPTO ასრულებს კრიპტოსა და ტრადიციულ ფინანსურ სისტემას შორის ხიდის როლს. ადგილობრივ გარემოში, სადაც ბანკები ხშირად ფრთხილად ეკიდებიან კრიპტოოპერაციებს და ბევრი მომხმარებელი მაინც ნაღდ ფულზეა ორიენტირებული, ადამიანს შეუძლია კრიპტო სწრაფად გადააქციოს რეალურ ფულად ან პირიქით. ეს პროცესი კი ხორციელდება ფიზიკურ ოფისში, უსაფრთხო და რეგულირებულ პირობებში", ამბობს GAUS CRYPTO- დამფუძნებელი და CEO დავით წერეთელი.

თბილისის, როგორც რეგიონული ფინტექჰაბის განვითარება, შემთხვევითი არ არის. ადგილობრივი ქართული ბაზარი რამდენიმე მიზეზით გახდა მიმზიდველი როგორც სტარტაპებისთვის, ისე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მკაფიო რეგულაციურ ჩარჩოებში მუშაობას ამჯობინებენ. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისთვის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც კომპანიებს ლეგალურად ოპერირების საშუალებას აძლევს.

ამას ემატება ბიზნესისთვის შედარებით მოქნილი გარემო, დაბალი საგადასახადო დატვირთვა და ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ყალიბდება, იქნება ეს exchange-პუნქტები, OTC მომსახურება, დისტანციური სერვისების განვითარება თუ კრიპტოს რეალურ ეკონომიკაში გამოყენების მზარდი შესაძლებლობები. სწორედ ეს ქმნის გარემოს, რომ თბილისი რეგიონულ რუკაზე მხოლოდ ლოკალურ ცენტრად აღარ აღიქმება.

დავით წერეთლის შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნოლოგიური შესაძლებლობების ზრდა, არამედ ნდობის ფორმირებაც, რადგან ეს ნებისმიერი ფინანსური სერვისის საფუძველია.

GAUS CRYPTO-ს დამფუძნებელი დავით წერეთელი

"თბილისი ბოლო წლებში სწრაფად ყალიბდება როგორც რეგიონული ჰაბი ფინტექისა და კრიპტოინდუსტრიისთვის. ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: ლიბერალური და შედარებით მკაფიო რეგულაციური გარემო, ბიზნესისთვის მარტივი პირობები და ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს ზრდის ნდობას და იზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებს", განმარტავს დავით წერეთელი.

კომპანიის ხედვა მხოლოდ მიმდინარე მოთხოვნაზე პასუხის გაცემა არ არის. GAUS CRYPTO ცდილობს, საქართველოში კრიპტოვალუტის გაცვლის სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდროს, სადაც მომსახურების მთავარი ღირებულება არა მხოლოდ სისწრაფე, არამედ უსაფრთხოება, კანონთან შესაბამისობა და მომხმარებლისთვის გასაგები პროცესი იქნება.

GAUS CRYPTO-ში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ კრიპტოს გაცვლა მაქსიმალურად დაემსგავსოს თანამედროვე ფინანსურ ოპერაციას – მკაფიო წესებით, იდენტიფიცირებული კლიენტით, წინასწარგანსაზღვრული პირობებით და პროცესის სრული დოკუმენტირებით.

ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბაზარზე, სადაც ჯერ კიდევ საჭიროა მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება და ნდობის გაძლიერება. ამიტომ კომპანიისთვის "ახალი სტანდარტი" მხოლოდ ტექნიკური ტერმინი არ არის – ეს არის მცდელობა, ინდუსტრია რისკიანი და ჩრდილოვანი სივრციდან ოფიციალური ფინანსური სერვისის კატეგორიაში გადაიყვანოს.

"ჩვენი მთავარი სამიზნე აუდიტორია არიან კრიპტოს აქტიური მომხმარებლები და კაპიტალის მქონე პირები, რომლებსაც სჭირდებათ სწრაფი და სანდო გაცვლა. ესენი არიან ინვესტორები, ტრეიდერები, ბიზნესები, ფრილანსერები, საერთაშორისო გადარიცხვების მომხმარებლები, ექსპატები მოკლედ, ყველა, ვისაც საქართველოში სჭირდება სწრაფი, უსაფრთხო და ლეგალური crypto/fiat ოპერაციები".

სისწრაფე და კომფორტი ფინანსებში მხოლოდ მაშინ იძენს ფასს, თუ მის უკან მკაფიო კონტროლის მექანიზმები დგას. სწორედ ამიტომ, GAUS CRYPTO განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტებთან შესაბამისობას. კომპანიისთვის AML მოთხოვნები არ არის ფორმალური ვალდებულება, ეს არის ის საფუძველი, რომელზეც დგას მომსახურების სანდოობა.

პრაქტიკაში ეს ნიშნავს კლიენტების იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესების მკაცრ დაცვას, ტრანზაქციების მუდმივ მონიტორინგს, საეჭვო ოპერაციების გამოვლენასა და შესაბამის უწყებებთან დროულ კომუნიკაციას. ამასთან, კომპანიას აქვს შესაბამისი შიდა პოლიტიკა, რისკების შეფასების სისტემები და თანამშრომლების რეგულარული ტრენინგი, რაც უზრუნველყოფს, რომ შესაბამისობა ყოველდღიური ოპერაციების ორგანული ნაწილი იყოს და არამხოლოდ წესების ჩამონათვალი.

GAUS CRYPTO-ს მენეჯერი თეკლა გილაშვილი

მომხმარებლისთვის ეს ყველაფერი საბოლოოდ ერთ რამედ ითარგმნება – დაცულობად და გაცილებით დაბალ რისკად. კრიპტოს სფეროში, სადაც ნდობა ჯერ კიდევ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ასეთი სტრუქტურირებული მიდგომა კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტივად იქცევა.

"AML სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველვყოფთ KYC პროცედურების სრულად დაცვით, ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგით, საეჭვო ოპერაციების გამოვლენითა და დროული ანგარიშგები", ამბობს დავით წერეთელი Entrepreneur-თან საუბრისას.

გამჭვირვალობა კომპანიის ერთ-ერთი საკვანძო პრინციპია. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ ოპერაციის შესრულების შესაძლებლობა, არამედ სრული წარმოდგენა იმაზე, რა პირობებით და რა შედეგით დასრულდება ტრანზაქცია. სწორედ ამიტომ, GAUS CRYPTO-ს სერვისში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანგარიშგებას, ოპერაციების ისტორიას, ქვითრებსა და მკაფიო საკომისიო პოლიტიკას.

ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სფეროში, სადაც ერთი შეხედვით მცირე გაუგებრობაც კი მომხმარებლის უნდობლობას იწვევს. ფინანსური ოპერაციების გამჭვირვალე კომუნიკაცია კომპანიის მხრიდან არა დამატებითი კომფორტი, არამედ მომსახურების აუცილებელი ნაწილია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის ლიცენზია. მომხმარებლისთვის ეს არ არის მხოლოდ სტატუსი ან ფორმალური აღნიშვნა – ეს არის სიგნალი, რომ კომპანია მუშაობს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ჩარჩოებში, აკმაყოფილებს უსაფრთხოების, სამართლებრივ და ფინანსურ მოთხოვნებს და ექვემდებარება ზედამხედველობას.

"ასეთი ზედამხედველობა ამცირებს თაღლითობისა და არაკეთილსინდისიერი საქმიანობის რისკს და ზრდის მომსახურების სანდოობას", აღნიშნავს GAUS CRYPTO- დამფუძნებელი.

GAUS CRYPTO-ს ოფისი

ამ ეტაპზე GAUS CRYPTO მომხმარებლებს კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის რამდენიმე ფორმატს სთავაზობს – ნაღდი ანგარიშსწორებით, უნაღდო გადარიცხვით, ოფლაინ და ონლაინმომსახურების ელემენტებით. ეს მოქნილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიის მომხმარებლები ერთგვაროვანი არ არიან: ზოგისთვის პრიორიტეტი სისწრაფეა, ზოგისთვის – დიდი მოცულობის ოპერაციები, ზოგისთვის კი ფიზიკურ სივრცეში მომსახურება.

GAUS CRYPTO-ს ოფისი

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმა გათვლილია არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ იურიდიულ პირებზეც. ეს კომპანიის პოზიციონირებას უფრო ფართო ფინანსურ ინფრასტრუქტურად აქცევს და ხაზს უსვამს იმას, რომ კრიპტოსერვისი აქ მხოლოდ ინდივიდუალური ინტერესის პროდუქტად არ განიხილება.

კომპანიის განვითარებაც სწორედ მასშტაბირებასა და ზრდაზეა ორიენტირებული, პირველ რიგში კი, ონლაინპლატფორმის განვითარებით. მიზანი არის, რომ კრიპტოს ყიდვა-გაყიდვა და კონვერტაცია მომხმარებლისთვის სრულად დისტანციური სერვისი გახდეს, სადაც რეგისტრაცია, ვერიფიკაცია, ტრანზაქციის შესრულება და უსაფრთხოების კონტროლი ერთ სისტემაში გაერთიანდება.

"ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლებისთვის კრიპტოს გადაცვლა გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, სწრაფი და უსაფრთხო. ამიტომ ორიენტირებული ვართ სერვისების დიჯიტალიზაციასა და ონლაინრეჟიმში გადატანაზე", გვიხსნის დავით წერეთელი.

GAUS CRYPTO-ს მენეჯერი ქეთი ქიმბირაშვილი

გრძელვადიან პერსპექტივაში დავით წერეთელი GAUS CRYPTO-ს მხოლოდ გაცვლით პუნქტად არ განიხილავს. ხედვა ბევრად ფართოა და ერთიან ციფრულ ფინანსურ ეკოსისტემად ჩამოყალიბებას მოიცავს, სადაც მომხმარებელი სხვადასხვა სერვისს ერთი ინფრასტრუქტურის ფარგლებში მიიღებს. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ყიდვა-გაყიდვა, არამედ კონვერტაცია, OTC მომსახურება, ანგარიშსწორების გადაწყვეტილებები, ანალიტიკური ინსტრუმენტები და უფრო ინტეგრირებული ფინანსური პროცესები.

ღერძად კი კვლავ ორი მთავარი ღირებულება რჩება – უსაფრთხოება და სიმარტივე. რადგან, თუ კრიპტოინდუსტრია რეალურად უნდა გახდეს ყოველდღიური ეკონომიკური აქტივობის ნაწილი, ის მომხმარებლისთვის არა მხოლოდ ტექნოლოგიურად თანამედროვე, არამედ გასაგები და პრაქტიკულიც უნდა იყოს.