ერთი ზარი ათი იურისტის სანაცვლოდ: როგორ უზრუნველყოფს JUST Advisors ბიზნესის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას საქართველოში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველო საერთაშორისო ბიზნესის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულებად ჩამოყალიბდა. ქვეყანაში გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, თუმცა მათთან ერთად გაიზარდა სამართლებრივი საკითხების აქტუალურობაც.
უცხოური თუ ადგილობრივი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კარგი იდეა და ინვესტიცია, არამედ სწორი სამართლებრივი სტრატეგია. სწორედ აქ ჩნდება პროფესიონალი პარტნიორის საჭიროება, რომელიც კარგად იცნობს როგორც ბიზნესის მიზნებს, ისე საქართველოს სამართლებრივ გარემოს.
სწორედ ამ საკითხების გასაყარზე ოპერირებს კომპანია JUST Advisors, რომელიც ბიზნესის საჭიროებებს ქართულ კანონმდებლობასთან აკავშირებს და კლიენტებს სთავაზობს კომპლექსურ იურიდიულ და ბუღალტრულ მხარდაჭერას.
როგორ დაიწყო ყველაფერი
დიდი კომპანიები უმეტესად იწყებენ ერთი კონკრეტული პრობლემის გადაჭრიდან განვითარებას. JUST Advisors-ის ისტორიაც სწორედ ასე დაიწყო.
კომპანია 2018 წელს დაარსდა. მისი პირველი პროექტი იყო შემთხვევა, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ თანამედროვე ბიზნესს აღარ ჰყოფნის მხოლოდ ერთი სპეციალისტის მომსახურება. ერთი საკითხი ხშირად მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: გადასახადებს, კორპორაციულ სტრუქტურას, ფინანსურ და კომერციულ საკითხებს.
სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა კომპანიის მთავარი მიდგომა: კლიენტი არ უნდა ეძებდეს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტს არაერთგვაროვანი საკითხების მოსაგვარებლად. მას უნდა ჰყავდეს ერთი ძლიერი გუნდი, რომელსაც შეუძლია დაინახოს სრული სურათი და იყოს პასუხისმგებელი საბოლოო შედეგზე.
დღეს JUST Advisors-ის გუნდში 30-ზე მეტი პროფესიონალია, მათ შორის იურისტები, ადვოკატები და სერტიფიცირებული ბუღალტრები. კომპანია ითვლის 5 000-ზე მეტ დასრულებულ საქმეს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
JUST Advisors-ის რვაწლიანი გამოცდილება მოიცავს საგადასახადო კონსულტაციებს, ბიზნესის ორგანიზებას, M&A გარიგებების სამართლებრივ მხარდაჭერას და კომერციული, კორპორაციული თუ შრომითი დავების წარმართვას. აღნიშნული მიმართულებით წარმატებული საქმიანობა დასტურდება Swiss Rating Association-ის Leader of the Year 2025 ჯილდოთი.
რატომ სჭირდება ბიზნესს კომპლექსური იურიდიული მხარდაჭერა
თანამედროვე ბიზნესში ცალკეული გადაწყვეტილება იშვიათად ეხება მხოლოდ ერთ სფეროს. მაგალითად, კომპანიის გახსნა შეიძლება დაკავშირებული იყოს საგადასახადო საკითხებთან, როგორც ქართველი, აგრეთვე უცხოელი თანამშრომლების დასაქმებასთან, სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადებასა და ფინანსურ დაგეგმვასთან.
ხშირ შემთხვევაში პრობლემა სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც სხვადასხვა სპეციალისტი ცალ-ცალკე მუშაობს და საერთო სურათი არ იკვეთება.
JUST Advisors განსხვავებულ მიდგომას იყენებს. კლიენტი იღებს არა მხოლოდ ერთი იურისტის კონსულტაციას, არამედ მთელი გუნდის მხარდაჭერას, სადაც სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები ერთობლივი ძალებით მუშაობენ.
კომპანიის პარტნიორი გიორგი ჟუჟუნაშვილი, რომლის პრაქტიკაც საგადასახადო, საიმიგრაციო, საერთაშორისო კერძო სამართალსა და IT სფეროს მოიცავს, აღნიშნავს, რომ თანამედროვე ბიზნესისთვის სწორედ ასეთი კომპლექსური მიდგომა არის მიზანშეწონილი.
"დღეს ბიზნესგადაწყვეტილებას თითქმის ყოველთვის აქვს რამდენიმე სამართლებრივი შედეგი და ის ვერ იარსებებს საგადასახადო, სამიგრაციო და საერთაშორისო რეგულაციებისგან განცალკევებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს შედეგები წინასწარ იყოს გათვლილი და არა პრობლემის წარმოშობის შემდეგ".
მისი თქმით, თანამედროვე იურისტის მთავარ როლს არ წარმოადგენს უკვე წარმოშობილი პრობლემების მოგვარება, არამედ მათი თავიდან აცილება. სწორი სამართლებრივი სტრუქტურა, საგადასახადო მოდელი და ბიზნესის დაგეგმვა სამომავლოდ მნიშვნელოვან დროს, ფინანსებსა და რესურსს დაზოგავს.
ინვესტიციის დაცვა იწყება გარიგების დადებამდე
უძრავი ქონებისა და საინვესტიციო პროექტების იურიდიული მხარდაჭერა JUST Advisors-ში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა.
ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს პარტნიორი შალვა გიორგაძე, რომელსაც აღნიშნული მიმართულებებით მუშაობის 18-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მისი საქმიანობა მოიცავს უძრავ ქონებას, მშენებლობას, მიწის სამართალს, ინტელექტუალური საკუთრებისა და სამემკვიდრეო სამართლის საკითხებს.
"უძრავი ქონების სფეროში ფარული საფრთხეები ყოველთვის უკავშირდება პოტენციური საინვესტიციო აქტივისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ზედაპირულ შემოწმებას. საინვესტიციო აქტივისა და დოკუმენტაციის საფუძვლიანი აუდიტის გარეშე, ინვესტიციის განხორციელება ძალზე სარისკოა".
უძრავი ქონების შეძენამდე აუცილებელია ამ აქტივთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მიწის სტატუსის, სამშენებლო ნებართვებისა და მასთან დაკავშირებული შესაძლო რისკების დეტალური შეფასება.
დღეს ინვესტორები მხოლოდ ობიექტის შეძენით აღარ ინტერესდებიან. მათთვის მნიშვნელოვანია სრული სამართლებრივი სურათი, მომავალში მოსალოდნელი რისკების გაცნობიერება და შეძლებისდაგვარად მათი მაქსიმალურად შემცირება.
იურისტი როგორც ბიზნესის განვითარების ნაწილი
Just Advisors-ის კლიენტების საკორპორაციო სამართლებრივი მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ეკა ინასარიძის, შეფასებით, იურიდიული მხარდაჭერა ნებისმიერ კონფლიქტამდე ბევრად ადრე იწყება.
"წარმატებული კომპანიები იურისტებს მიმართავენ მანამდე, სანამ მნიშვნელოვან ბიზნესგადაწყვეტილებებს მიიღებენ".
თანამედროვე იურიდიული მომსახურება მხოლოდ ხელშეკრულებების მომზადება ან დოკუმენტების შემოწმება აღარ არის. იურისტი მონაწილეობს ბიზნესპროცესების დაგეგმვაში, თანამშრომლებთან ურთიერთობების სწორად ჩამოყალიბებასა და რისკების მართვაში.
კანონმდებლობის მუდმივი ცვლილებების დინამიკის პირობებში მცირე შეცდომამაც კი შეიძლება ბიზნესსუბიექტისთვის სერიოზული ფინანსური ზიანი გამოიწვიოს.
სწორედ ამიტომ JUST Advisors-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა გრძელვადიანი თანამშრომლობა, როდესაც ბიზნესი საკუთარ განვითარებაზე კონცენტრირდება, ხოლო სამართლებრივ საკითხებს პროფესიონალთა გუნდი მართავს.
კონფლიქტის თავიდან აცილება უფრო ეფექტურია, ვიდრე მისი მოგვარება
კომერციული და შრომითი სამართალი კომპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ამ სფეროს პარტნიორი მარინა ფიდუაშვილი ხელმძღვანელობს. მისი გამოცდილება მოიცავს ბიზნესურთიერთობებს და შრომით საკითხებს დაკავშირებულ გარიგებებს.
მისი შეფასებით, სწორად შედგენილი ხელშეკრულება ბიზნესის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია.
"ამიტომ მნიშვნელოვანია რისკების შეფასება ჯერ კიდევ მოლაპარაკებების ეტაპზე, ვიდრე პრობლემა რეალურ კონფლიქტში გადაიზრდება".
JUST Advisors-ში მუშაობა მხოლოდ კომპანიის ან ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციით არ შემოიფარგლება. კლიენტის პირველივე მომართვისთანავე გუნდი იწყებს მუშაობას ბიზნესის სტრუქტურაზე – განიხილავს საკუთრების უფლების მოდელს, პარტნიორებს შორის ურთიერთობებს, გადაწყვეტილებების მიღების წესებსა და იმ პირობებს, რომლებიც მომავალში ახალი პარტნიორების ან ინვესტორების შემოსვლას თუ გასვლას არეგულირებს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ პროცესს სხვა სამართლებრივი თუ საგადასახადო საკითხებისგან განცალკევებით არ განიხილავენ. სწორედ ამიტომ, მსგავს პროექტებზე საკორპორაციო, საგადასახადო და სხვა მიმართულებების სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ, რათა ბიზნესისთვის შერჩეული მოდელი ერთდროულად იყოს სამართლებრივად გამართული, საგადასახადო თვალსაზრისით ეფექტური და კომპანიის განვითარების გეგმებზე მორგებული.
გუნდი, როგორც მთავარი უპირატესობა
JUST Advisors-ის მთავარი უპირატესობა სწორედ გუნდური მუშაობაა.
კლიენტს არ სჭირდება სხვადასხვა სპეციალისტის მოძიება სხვადასხვა საკითხისთვის. საგადასახადო საკითხები, კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა, შრომითი ურთიერთობები თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები ხშირად ერთი საერთო ამოცანის ნაწილად გვევლინება.
კომპანია ყველა საკითხს ერთიანად აანალიზებს და კლიენტს სრულ მხარდაჭერას სთავაზობს.
JUST Advisors-ი მომსახურებას ახორციელებს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კლიენტებთან.
მისი მიზანია გახდეს საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია კომპლექსური იურიდიული და საბუღალტრო მომსახურების სფეროში და მუდმივად განავითაროს მომსახურების სტანდარტები.
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ხარისხიანი იურიდიული და საბუღალტრო მხარდაჭერა მხოლოდ არსებული პრობლემის გადაწყვეტას არ წარმოადგენს. სწორი მხარდაჭერა არის ბიზნესის განვითარების და გაზრდის საწინდარი და მიზნად ისახავს დაიცვას მისი ინტერესები არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც.
დაიცავით თქვენი ბიზნესი JUST Advisor-ის პროფესიონალურ გუნდთან ერთად!