CortexEstate – სამშენებლო და უძრავი ქონების მომსახურება ერთ ეკოსისტემაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჩვენი მიზანია, სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორში მომხმარებელმა ყველა საჭირო სერვისი ერთ კომპანიაში მიიღოს. CortexEstate აერთიანებს მშენებლობას, რემონტს, სამშენებლო ტექნიკის გაქირავებასა და სამშენებლო მასალების რეალიზაციას, რაც პროექტის მართვას მნიშვნელოვნად ამარტივებს", – ლევან ჯამარჯაშვილი, CortexEstate-ის დამფუძნებელი.

CortexEstate შეიქმნა ბაზარზე არსებული ფრაგმენტული მომსახურების გასაერთიანებლად. კომპანიის ხედვაა, მომხმარებელს აღარ უწევდეს სხვადასხვა მომწოდებელთან, კონტრაქტორთან და ტექნიკის კომპანიასთან ცალკე თანამშრომლობა, არამედ სრული მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს.

"იდეა რეალურ ბაზარზე დაკვირვების შედეგად გაჩნდა. სამშენებლო თუ სარემონტო პროექტის განხორციელებისას მომხმარებელი ხშირად რამდენიმე სხვადასხვა კომპანიასთან ურთიერთობს, რაც პროცესს ართულებს და დამატებით დროსა და რესურსს მოითხოვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია, რომელიც ამ პროცესს გაამარტივებდა."

დღეს CortexEstate მომხმარებლებს სთავაზობს საცხოვრებელი სახლებისა და კოტეჯების მშენებლობას, სარემონტო სამუშაოებს, სამშენებლო ტექნიკის გაქირავებას, მათ შორის ტრაქტორების, ამწეებისა და სხვა სპეციალიზებული ტექნიკის, ასევე სამშენებლო და სარემონტო პროდუქციის რეალიზაციას.

კომპანიის განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და პარტნიორული ქსელის ჩამოყალიბება იყო.

"ამ სფეროში რეპუტაცია ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ხარისხს, მომსახურების სტანდარტებსა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის შექმნას."

მისივე თქმით, კომპანიის მთავარი მოტივაციაა ისეთი სერვისების შექმნა, რომლებიც სამშენებლო პროცესს უფრო მარტივს, სწრაფსა და ეფექტიანს გახდის.

"ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მხოლოდ სამშენებლო კომპანია. ჩვენი მიზანია, CortexEstate იქცეს პლატფორმად, რომელიც მომხმარებელს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა საჭირო მომსახურებას ერთ სივრცეში შესთავაზებს."

უახლოესი ერთი წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს მომსახურებების გაფართოებას ქვეყნის მაშტაბით, ტექნიკის პარკის ზრდას, ახალი პროდუქციის დამატებასა და პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციას.

"ვმუშაობთ ახალი პარტნიორების დამატებაზე, მომსახურების ავტომატიზაციასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, რათა მომხმარებელმა მომსახურება უფრო სწრაფად და კომფორტულად მიიღოს.

გრძელვადიან პერსპექტივაში CortexEstate-ის მიზანია რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამშენებლო ეკოსისტემის შექმნა, რომელიც მშენებლობას, რემონტს, ტექნიკის გაქირავებასა და სამშენებლო პროდუქციის მიმართულებებს ერთიან, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სისტემაში გააერთიანებს.