BTU და European Women Payments Network Georgia სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Business and Technology University (BTU) და European Women Payments Network Georgia (EWPN Georgia) თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან და სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ.

პარტნიორობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ სტუდენტების, განსაკუთრებით ქალების, პროფესიულ განვითარებას ფინანსების, ფინტექისა და ბიზნესის მიმართულებით. თანამშრომლობა მოიცავს მენტორობის პროგრამებს, საგანმანათლებლო აქტივობებს, ინდუსტრიის პროფესიონალებთან შეხვედრებს, ვორქშოფებს, პანელურ დისკუსიებს, სტუდენტურ ინიციატივებსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.

მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტსა და პროფესიულ ქსელს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რათა სტუდენტებს ჰქონდეთ მეტი წვდომა თანამედროვე ინდუსტრიულ ცოდნაზე, პრაქტიკულ გამოცდილებასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მათ მომავალ კარიერაში დაეხმარებათ.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია "Women Shaping What's Next: Business, Finance & Technology", რომელმაც ბიზნესის, ფინანსების, ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის სფეროს წამყვანი წარმომადგენლები გააერთიანა.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს ქალების როლზე მომავლის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფორმირებაში, ორგანიზაციების პასუხისმგებლობაზე ქალთა ლიდერობის გაძლიერების მიმართულებით და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ახალგაზრდა თაობას თანამედროვე ეკონომიკაში ელის.