Bitanica და Anthropic სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული კრიპტობირჟა Bitanica, რომელიც ბაზარზე ლიკვიდურობის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ახალ ეტაპზე გადადის. კომპანიამ ოფიციალურად დააანონსა სტრატეგიული პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტის გლობალურ ლიდერთან - Anthropic-თან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული AI ასისტენტის, Claude-ის შემქმნელია.

ეს კოლაბორაცია მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე არ არის; Bitanica იწყებს სრულ რეპოზიციონირებას და ხდება ერთ-ერთი პირველი AI-ზე ორიენტირებული ფინტექ ეკოსისტემა რეგიონში.

რა იცვლება შიდა პროცესებში?

Bitanica-მ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია შიდა, საოპერაციო მექანიზმებიდან დაიწყო. პლატფორმაში უკვე ჩართულია სპეციალური AI აგენტები, რომლებიც მასშტაბურ მონაცემებს ამუშავებენ და ყოველდღიურ პროცესებს ოპტიმიზაციას უკეთებენ.

"ჩვენი მიზანია, ხელოვნური ინტელექტი არა უბრალოდ ტრენდისთვის, არამედ რეალური ბიზნეს-ეფექტურობისთვის გამოვიყენოთ. AI აგენტები, რომლებიც შიდა ანალიტიკაზე მუშაობენ, გვაძლევენ საშუალებას, შევქმნათ ბევრად უფრო სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო გარემო ჩვენი პარტნიორებისა თუ კლიენტებისთვის." - აცხადებენ კომპანიაში.

პერსონალური AI ასისტენტი მომხმარებლებისთვის

პარტნიორობის ყველაზე საინტერესო ნაწილი მომხმარებლებისთვის სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი. Bitanica გეგმავს, პლატფორმაზე პერსონალური ფინანსური AI ასისტენტი ჩააშენოს. ეს ჭკვიანი აგენტები მომხმარებლებს პორტფელის მართვაში, ბაზრის ანალიზსა და გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებიან, რაც კრიპტოვალუტებთან მუშაობას ბევრად უფრო მარტივსა და გასაგებს გახდის.

გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება მხარდაჭერის გუნდს, რაც მომხმარებლებისთვის 24/7-ზე მყისიერ და პერსონალიზებულ კომუნიკაციას ნიშნავს.

ინოვაციები მკაცრი კონტროლისა და წესების დაცვით

ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, Bitanica-სთვის პრიორიტეტად კვლავ უსაფრთხოება რჩება. პლატფორმა ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული VASP-ია, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ფინანსურ ინსტიტუციებთან, მათ შორის Visa, Mastercard, TBC Bank და Bank of Georgia.

Anthropic-თან პარტნიორობა კი იმ გლობალური ეკოსისტემის ლოგიკური გაგრძელებაა, სადაც ისეთი გიგანტები შედიან, როგორებიცაა Kraken, Binance და OpenPayd-ი. ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Bitanica-ში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ყოველთვის მკაცრ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო რეგულაციურ შესაბამისობაზეა დაშენებული.