biotualeti.ge - ციფრული პლატფორმა, რომელიც სანიტარულ სერვისს ამარტივებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

biotualeti.ge არის თანამედროვე ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად და სწრაფად შეუკვეთონ მობილური ბიოტუალეტების იჯარა, მონტაჟი და მათი პერიოდული ტექნიკური მომსახურება. პლატფორმა შეიქმნა იმ მიზნით, რომ სანიტარული სერვისები მაქსიმალურად გაციფრულებულიყო და პროცესი მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

პროექტმა საქმიანობა 2025 წლის სექტემბერში დაიწყო და თავიდანვე დაისახა მიზნად სერვისის სრული ციკლის ერთ სივრცეში თავმოყრა. biotualeti.ge მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურებას, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირებას ობიექტზე, მონტაჟს, ასენიზაციას სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით, შიდა ზედაპირების დეზინფექციას და ჰიგიენური მარაგების რეგულარულ განახლებას.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ნათია ალფაიძის თქმით, პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.

"პირველ ეტაპზე ხდება ლოკაციის შერჩევა და მონტაჟი, შემდეგ კი, შეთანხმებული გრაფიკით (თვეში 1-დან 4 სერვისამდე) ხორციელდება ტექნიკური დასუფთავება და სანიტარული დამუშავება", - ამბობს ის.

ნათია ალფაიძის თქმით, პლატფორმის სერვისზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება გრძელვადიან სამშენებლო ობიექტებზე, საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მასშტაბურ გარე ღონისძიებებზე. ძირითადი მომხმარებლები არიან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები - სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, ივენთ-ორგანიზატორები, ასევე სახელმწიფო ტენდერებში ჩართული ორგანიზაციები.

biotualeti.ge-ს ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად სახელდება იტალიური წარმოების, ეკოლოგიურად უსაფრთხო სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰიგიენის მაღალ სტანდარტს. ამასთან, კომპანია გამოირჩევა ოპერატიული მომსახურებით - სპეციალიზებული ტექნიკა მზად არის სწრაფი რეაგირებისთვის ნებისმიერ ლოკაციაზე.

"ჰიგიენის ხარისხის უზრუნველსაყოფად ვიყენებთ მხოლოდ ევროპულ რეაგენტებს, რომლებიც ანადგურებენ ბაქტერიებს და ხელს უშლიან ინფექციების გავრცელებას. ყოველი სერვისისას ხდება კონსტრუქციის საფუძვლიანი რეცხვა და განახლება", - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

სამომავლოდ, პლატფორმა გეგმავს სერვისების გამრავალფეროვნებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მონიტორინგის მიმართულებით და მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.