ალიანს ჯგუფი - 20 წელი, ერთი ნაბიჯით წინ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ინოვაციური უძრავი ქონების კონცეფცია, გრძელვადიანი ხედვა და ხელწერა, რომელიც ქვეყნის მიზიდულობის ცენტრად იქცა - ალიანს ჯგუფი 20 წლისაა.
გიორგი ისაკაძისა და ალიანსის კომერციული დირექტორის, თემო ბიწაძის ექსკლუზიური ინტერვიუ, ქართული ინვესტიციით შექმნილი კომპანიის 20-წლიან წარმატების ისტორიაზეა.
სტანდარტის შექმნის 20 წელი
2005 წლიდან, ალიანს ჯგუფის ნიშა გამორჩეული ესთეტიკის მქონე პროექტების მშენებლობაა, სადაც თითოეული კომპლექსი არა მხოლოდ ფუნქციურ, არამედ უნიკალურ კონცეპტუალურ გამოცდილებას ქმნის.
2011-2012 წლებში ბიზნეს-მოდელის ცვლილებით, ბრენდმა საქართველოში პირველმა შექმნა მოთხოვნა საინვესტიციო უძრავ ქონებაზე, რითაც ბაზრის უწყვეტ განვითარებას შეუწყო ხელი და საკუთრება, მომგებიან ფინანსურ აქტივად აქცია.
ხიდი საქართველოსა და გლობალურ სტუმარმასპინძლობას შორის
ალიანს ჯგუფი პირველი ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც მრავალფუნქციურ პროექტ ალიანს პალასში, მსოფლიო სტუმარმასპინძლობის ბრენდის ინტეგრაციის პრეცედენტი შექმნა და Courtyard by Marriott-ი გააერთიანა.
მსგავსი მასშტაბისა და სირთულის მულტიფუნქციური კომპლექსების მართვის პრაქტიკა, ქვეყანაში არ არსებობდა - შესაბამისად, მრავალი საინჟინრო, უსაფრთხოებისა და ოპერირების სტანდარტი საქართველოში სწორედ ალიანს პალასის ფარგლებში დაინერგა.
დღეს, ალიანს ჯგუფის სახელს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ისეთი მსოფლიო ბრენდების ექსპანსია უკავშირდება, როგორიც Marriott, Hyatt, Wyndham, World Trade Center (WTC), Aimbridge Hospitality და McInerney Hospitality International-ია.
"ჩვენ რეალურად ბიზნეს ელჩად გამოვდექით ჩვენი ქვეყნის ამ დიდ ბრენდებთან მოლაპარაკების ნაწილში, სადაც ბრენდების რისკებს, ჩვენი პირადი რეპუტაციით ვაზღვევდით.
ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობა, რომელიც ალიანსმა მაშინ, იმ პერიოდში აიღო." - აღნიშნავს ალიანს ჯგუფის კომერციული დირექტორი, თემო ბიწაძე.
ალიანსის პროექტების ოპერირებას, წამყვანი საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანიები უზრუნველყოფენ. თუმცა, ბრენდისთვის დასრულებული კომპლექსი არა ერთჯერადი ტრანზაქცია, არამედ რეპუტაციული კაპიტალია:
"ჩვენთვის დასრულებული შენობა, არ არის ერთჯერადი ტრანზაქცია. ეს არის ჩვენი რეპუტაციული კაპიტალი და ჩვენ მას არასოდეს არ ვტოვებთ.
ჩვენს უკვე დასრულებულ, ექსპლუატაციაში მიღებულ და ინვესტორებზე გადაბარებულ პროექტს დამატებითი ინფრასტრუქტურა შევძინეთ ორი წლის შემდეგ, რადგან დავინახეთ ამის საჭიროება.
ისეთი საერთაშორისო ბრენდი შემოვიყვანეთ ინვესტორების აქტივის სამართავად, რომელიც მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეს ყველაფერი ხარჯებთან და გადაწყვეტილებასთან არის დაკავშირებული და ეს გადაწყვეტილება, ჩვენმა გუნდმა - ჩვენი გრძელვადიანი ხედვიდან გამომდინარე მიიღო." - თემო ბიწაძე.
ბრენდის ეკოსისტემა
ალიანს ჯგუფის ინვესტიციის მოცულობა და მშენებლობის არეალი, პირდაპირპროპორციულად განსაზღვრავს ბრენდის მასშტაბს - კომპანიის პროექტების ჯამური ფართობი 2 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტია.
"როდესაც ალიანსის მასშტაბზე ვსაუბრობთ და მის შეფასებას ვახდენთ, ალბათ ციფრები მხოლოდ საწყისი წერტილებია. ჩვენი ეკონომიკური წვლილი, გაცილებით ფართოა.
ბაზრის ტრანსფორმაცია ახსენეთ და ზუსტად ეგ არის ის, რაც ალიანსთან არის დაკავშირებული. ბაზრის ტრანსფორმაცია, რომელმაც სექტორის მოძრაობა დაიწყო." - აღნიშნავს თემო ბიწაძე.
ბრენდის ხელწერა არის მტკიცებულება იმისა, რომ ქართულ კომპანიას, ქართველი სპეციალისტების რესურსით, შეუძლია შექმნას ისეთი ლენდმარკ მრავალფუნქციური კომპლექსები, როგორიც ალიანს ცენტროპოლისი, ალიანს რენესანსი, თუ ალიანს ჰაილაინია.
კომპლექსი, რომელიც 24 ინფრასტრუქტურული კომპონენტით, პირველი "მსოფლიო სავაჭრო ცენტრის" (WTC) საგამოფენო სივრცითა და 5* სასტუმრო Hyatt Centric-ით, უალტერნატივო საინვესტიციო პროდუქტს წარმოადგენს.
პროექტი, რომელიც პოსტ-კოვიდურ პერიოდში, დინამიკურ ველნეს მოთხოვნას პასუხობს და ისტორიულ კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ქობულეთს, რეგიონული მნიშვნელობის დანიშნულების ადგილად აპოზიციონირებს.
Wyndham Grand Residences Tbilisi - მოგების გაზიარების უნიკალური ბიზნეს-მოდელი, კომპლექსში წილის ფლობისა და მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობის შესაძლებლობა.
შეჯამება
დეტალებზე ორიენტირებულობით, ინოვაციური გადაწყვეტებით, უმაღლესი კონსტრუქციულ-ინჟინრული ეთიკითა და სტრატეგიული ხედვით იქმნება ის იერსახე, რომელიც დღეს ალიანს ჯგუფს აქვს.
დღეს ბრენდის სახელი ასოცირდება მასშტაბთან, თანმიმდევრულობასთან, გამბედაობასა და ხარისხთან, რამაც საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე - ერთ-ერთ ყველაზე სანდო, მიმზიდველ დანიშნულების ადგილად დააპოზიციონირა.