ახალი ტექნოლოგია ინფლუენსერ მარკეტინგში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
23 ივნისს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით, ROOMS HOTEL TBILISI-ში, influencerbase.ge -ის პრეზენტაციაზე, სადაც პირველად წარვადგენთ ახალ ტექნოლოგიურ ინოვაციას, რომელიც ბრენდებსა და სააგენტოებს ინფლუენსერ მარკეტინგთან მუშაობის სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს.
თუ გსურთ, შემოგვიერთდეთ, გაიცნოთ პლატფორმა და გაიგოთ მეტი მისი შესაძლებლობების შესახებ, გადადით ლინკზე , ან შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა სტატიის ბოლოს.
ინფლუენსერ მარკეტინგი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა ციფრულ ინდუსტრიაში. ბრენდები სულ უფრო აქტიურად თანამშრომლობენ კრეატორებთან, მომხმარებლები კი რეკლამაზე მეტად რეალურ გამოცდილებასა და ავთენტურ კომუნიკაციას ენდობიან.
სექტორის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნაც უფრო ეფექტურ, სწრაფ და გამჭვირვალე მიდგომებზე. სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ შეიქმნა ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა Influencer base,რომელიც ბრენდებს, სააგენტოებსა და კრეატორებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
პლატფორმის მთავარი მიზანია ინფლუენსერ მარკეტინგის პროცესის გამარტივება და იმ ინსტრუმენტების შეთავაზება, რომლებიც მომხმარებლებს კამპანიების დაგეგმვასა და მართვაში დაეხმარება.
მაგალითად: ბრენდებსა და სააგენტოებს ხშირად უწევთ კრეატორების მოძიება სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მონაცემების ხელით დამუშავება, პროფილების შედარება და თანამშრომლობების დამოუკიდებლად მართვა. ეს პროცესი დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს.
Influencer Base ამ პროცესს ამარტივებს. პლატფორმა მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად მოძებნონ მათთვის შესაბამისი კრეატორები, გაეცნონ მათი აუდიტორიის მონაცემებს, ჩართულობის მაჩვენებლებს, კონტენტის მიმართულებებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებათ.
თანამედროვე ინფლუენსერ მარკეტინგი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ კრეატორის შერჩევით. წარმატებული კამპანიისთვის აუცილებელია შედეგების შეფასება, მონაცემების ანალიზი და მიღებული გამოცდილების მომავალი აქტივობებისთვის გამოყენება. სწორედ ამიტომ, Influencer Base მომხმარებლებს სთავაზობს კამპანიის შემდგომ ანალიტიკასა და რეპორტინგს, რაც საშუალებას აძლევს ბრენდებს დეტალურად შეაფასონ შესრულებული აქტივობები, გაზომონ ეფექტიანობა და შედეგებზე ორიენტიირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.
პლატფორმა ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც ბრენდებისა და სააგენტოებისთვის, ასევე კრეატორებისთვის. კრეატორებისთვის კი Influencer Base წარმოადგენს სივრცეს, სადაც მათ შეუძლიათ საკუთარი პროფილის, აუდიტორიისა და გამოცდილების წარმოჩენა და ხილვადობის გაზრდა. პლატფორმა მათ ეხმარება, უფრო მარტივად მოექცნენ პოტენციური პარტნიორების ყურადღების ცენტრში და საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები ფართო აუდიტორიას გააცნონ.
ანალიტიკის, მონაცემებისა და თანამშრომლობის მართვის ინსტრუმენტების ერთ სივრცეში თავმოყრა პროცესს უფრო გამჭვირვალესა და ეფექტურს ხდის, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს უფრო ძლიერი პარტნიორობებისა და წარმატებული კამპანიების შექმნას.
სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება ინფლუენსერ მარკეტინგიც და სწორედ ამ ხედვას ეფუძნება Influencer Base პლატფორმა.
გარდა კავშირებისა და ახალი შესაძლებლობებისა, მომხმარებლებს შეუძლოიათ დარეგისტრირდნენ Influencer Base-ზე და მოითხოვონ წვდომა- გუნდი მათ ვებ-საიტის ფუქციონალს გააცნობს და ინფლუენსერ მარკეტინგთან მუშაობის სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.
ამასთან,
მოხმარებლებს შეუძლიათ დასრულებული კამპანიების შედეგები ანალიტიკური ინსტრუმენტების დახმარებით შეაფასონ, გაანალიზონ ჩართულობა, აუდიტორიის რეაქცია და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, რაც მომავალში უფრო ეფექტური თანამშრომლობებისა და მარკეტინგული გადაწყვეტილებების დაგეგმვას უწყობს ხელს.