ახალი სტანდარტი საწვავის ინდუსტრიაში - SOCAR Georgia Petroleum ბაზარზე პირველ Subscription მოდელს ნერგავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

SOCAR Georgia Petroleum საქართველოს საწვავის ინდუსტრიაში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. კომპანია ბაზარზე პირველი წარადგენს ინოვაციურ, subscription-based (გამოწერაზე დაფუძნებულ) პროდუქტს - SOCAR Prime-ს, რომელიც საწვავის სექტორში მომსახურების სრულიად ახალ მოდელს ქმნის.

SOCAR Prime მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული ახალი პროდუქტია, რომელიც საწვავზე ფასდაკლებას, გაორმაგებულ ქულებსა და პარტნიორ კომპანიებში ექსკლუზიურ შეთავაზებებს აერთიანებს.

SOCAR Prime-ის გამოწერის გააქტიურება შესაძლებელია თვეში 15 ან წელიწადში 150 ლარად, რის შემდეგაც თითოეულ ლიტრ საწვავზე ჯამური სარგებელი 36 თეთრს აღწევს - აქედან 30 თეთრი მომენტალური ფასდაკლებაა, ხოლო 6 თეთრი ქულების სახით ბრუნდება ანგარიშზე. ეს მოდელი სპეციალურად მათთვის შეიქმნა, ვინც ინტენსიურად გადაადგილდება და ვისთვისაც საწვავის ხარჯის ოპტიმიზაცია ყოველდღიური აუცილებლობაა.

საკუთარი სარგებლის წინასწარ დათვლა პლატფორმაზევეა შესაძლებელი – SOCAR Geo აპლიკაციასა და ვებგვერდზე სპეციალური დანაზოგის გამომთვლელი ფუნქციაა ჩაშენებული, სადაც საჭირო ველების შევსებით მომხმარებელი მომენტალურად ნახავს, თუ რა მოცულობის თანხას დაზოგავს გამოწერით.

SOCAR Prime-ის უპირატესობა ისაა, რომ მიღებული სარგებელი მხოლოდ ავტოგასამართი სადგურებით არ შემოიფარგლება. გამოწერა აერთიანებს ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და 50%-მდე ფასდაკლებებს მომხმარებლისთვის საჭირო თითქმის ყველა მიმართულებით: ავტომოვლის, ავტონაწილების, დაზღვევის, კვების, სპა-ფიტნესის, სასტუმროებისა და დასვენების მიმართულებით.

SOCAR Prime სოკარის კიდევ ერთი ნაბიჯია მომხმარებელზე მორგებული ციფრული გამოცდილების შექმნისკენ. ახალი ფუნქცია საწვავის შევსებას ყოველდღიური ბენეფიტების სისტემად აქცევს და მომხმარებელს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღოს მაქსიმალური, გრძელვადიანი და ხელშესახები ფინანსური სარგებელი.