11 ივლისს საქართველოში უმაღლესი დონის ჭიდაობის სანახაობა გაიმართება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

11 ივლისს საქართველოში უმაღლესი დონის ჭიდაობის სანახაობა გაიმართება. RAF პირველად გადის საერთაშორისო ასპარეზზე, კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ძლიერი ბარათით.

მთავარი ბრძოლისთვის სამშობლოში ქართველი სუპერვარსკვლავი, მერაბ დვალიშვილი ბრუნდება, ის ოლიმპიურ ჩემპიონსა და UFC-ის ყოფილ ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.

მათი ბრძოლის წინ კი ოლიმპიური ჩემპიონები კაილ სნაიდერი და აბდულრაშიდ სადულაევი განაახლებენ ჭიდაობის ერთ-ერთ უდიდეს მეტოქეობას - RAF-ის ნახევრად მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონობისთვის.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მათი შეძენა Biletebi.ge-ზე შეგიძლიათ.