10xSEO-მ ახალი ვებსაიტი მთლიანად AI-თი ააწყო და ის 10-ჯერ უკეთესია, ვიდრე ძველი ვერსია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სააგენტო 10xSEO-მ განვითარების ახალ ეტაპზე გადაინაცვლა - საგრძნობლად გაფართოვდა გუნდი, გაიზარდა პარტნიორთა ბაზა და შესაბამისად, სერვისების ჩამონათვალიც. ამ სწრაფმა ზრდამ ბუნებრივად წარმოშვა აუცილებლობა, შეცვლილიყო კომპანიის მთავარი ციფრული სივრცეც, გამომდინარე იქიდან, რომ ძველი ვებგვერდი ფიზიკურად ვეღარ იტევდა ახალ მასშტაბებს და ვეღარ გამოხატავდა იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც სააგენტო დღეს კლიენტებს სთავაზობს.

გამოსავალი სრულიად განსხვავებული მიდგომა აღმოჩნდა: პროექტზე მუშაობისას მენეჯმენტმა მთელი პროცესი ხელოვნურ ინტელექტს მიანდო. მონაცემთა დამუშავებასა და მიღებული შედეგების ფილტრაციას მინიმუმ 400 სამუშაო საათი დასჭირდა. საბოლოოდ, კი ღრმა კვლევითა და დეტალებზე ორიენტირებული პროცესით მივიღეთ პროდუქტი, რომლის ანალოგის შექმნაც ტრადიციული მეთოდებით, ამ ვადებში და ადამიანური რესურსით, ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა.

პროცესის შესახებ: სამი ეტაპი, რომელმაც შედეგი განსაზღვრა

იმისათვის, რომ ხელოვნურ ინტელექტს ვებგვერდის სტრუქტურა უშეცდომოდ ჩამოეყალიბებინა, გუნდმა მუშაობა მომხმარებლის ქცევის ანალიზით დაიწყო.

პროცესი თავიდანვე სამ ძირითად თანმიმდევრულ ფაზად დაიყო:

1. შიდა ანალიტიკა და UI/UX რეკომენდაციები

პირველი და ყველაზე შრომატევადი ეტაპი 10xSEO-ს არსებული აუდიტორიის ქცევის შესწავლას დაეთმო. ხელოვნურმა ინტელექტმა დაამუშავა კომპანიის ხელთ არსებული ყველა ისტორიული ჩანაწერი, მათ შორის Google Analytics-ისა და Search Console-ის მოცულობითი მონაცემები. AI-ის მოწინავე მოდელებმა (Claude-ის პრემიუმ პაკეტების გამოყენებით) რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გააანალიზეს მომხმარებელთა ინტერაქციის სიხშირე, საიტზე ნავიგაციის ტრაექტორია და ის წერტილები, სადაც კონვერსიის მაჩვენებელი იკლებდა. მონაცემებში ფარული კანონზომიერების იდენტიფიცირების შედეგად, ხელოვნურმა ინტელექტმა გუნდს ზუსტი, არგუმენტირებული UI/UX რეკომენდაციები მიაწოდა, რაც შემდეგ საიტის ახალ სტრუქტურას დაედო საფუძვლად.

2. საერთაშორისო ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი

მეორე ეტაპზე გუნდმა გლობალური სტანდარტების შესაბამისი პლატფორმის აგება დაისახა მიზნად. AI ინსტრუმენტების დახმარებით დეტალურად გაანალიზდა მსოფლიოს ტოპ 50 SEO სააგენტოს ვებგვერდი და მათი დიზაინი. ხელოვნურმა ინტელექტმა გამოკვეთა ის წამყვანი საერთაშორისო ტენდენციები, სტრუქტურული მოდელები და ფუნქციონალური ელემენტები, რომლებიც გლობალურ ბაზარზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებს. ამან სააგენტოს მისცა შესაძლებლობა, აეთვისებინა წამყვანი პრაქტიკა და თავიდან აეცილებინა გავრცელებული ფუნქციური შეცდომები.

3. ქართული ციფრული სივრცის სპეციფიკის ადაპტაცია

გლობალური პრაქტიკის ბრმად გადმოტანა იშვიათად ამართლებს, თუ პროცესში ადგილობრივი აუდიტორიის რეალური გამოცდილება არ არის გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ, დასკვნითი ფაზა ქართული ვებსივრცისთვის დამახასიათებელი UI/UX ქცევის მოდელების შესწავლას დაეთმო. ხელოვნურმა ინტელექტმა შეაჯერა წინა ეტაპებზე მიღებული ცოდნა და მკაფიოდ გამოკვეთა, თუ რა ტიპის ინტერფეისს, ნავიგაციასა და სტრუქტურულ განლაგებასაა მიჩვეული ქართველი მომხმარებელი. ამ ანალიზის საფუძველზე, საერთაშორისო სტანდარტები ლოკალურ კონტექსტს ისე მოერგო, რომ ახალი ვებგვერდი ადგილობრივი ბიზნესსექტორისთვის მაქსიმალურად ინტუიციური, ნაცნობი და კომფორტული გახდა.

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ადამიანური ფაქტორი

ამ მასშტაბურმა პროექტმა დაადასტურა თანამედროვე ბიზნესის მთავარი მოცემულობა: ხელოვნური ინტელექტი იძლევა უსაზღვრო ტექნიკურ შესაძლებლობას, რეალობად აქციო ნებისმიერი ჩანაფიქრი, თუმცა ის მაინც უმაღლესი დონის შემსრულებლად რჩება. AI-ს შეუძლია წამებში დაამუშაოს საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია, აღმოაჩინოს ფარული კანონზომიერებები და იდეალურად დააპროექტოს სტრუქტურა, მაგრამ მას არ გააჩნია სტრატეგიული ხედვა და ინტუიცია. ტექნიკურად ხელოვნური ინტელექტი ხორცს ასხამს იდეას და სრულყოფს მას, თუმცა თავად იდეასა და შემოქმედებით ჩანაფიქრზე მაინც ადამიანი მუშაობს.

400-საათიანი სამუშაო პროცესის განმავლობაში, მთავარ და გადამწყვეტ ფილტრად სწორედ გუნდის პროფესიული გემოვნება და გამოცდილება იქცა. ხელოვნური ინტელექტი ქმნიდა ალტერნატივებს, აგენერირებდა მოდელებს და აზუსტებდა დეტალებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რა შეესაბამებოდა ბრენდის ხასიათს, კომპანიის მენეჯმენტი იღებდა.

რა შეიცვალა და რატომ?

ახალი ვებგვერდის სტრუქტურა სრულად მოერგო იმ კომპლექსურ სისტემას, რომელსაც სააგენტო დღეს კლიენტებს სთავაზობს. თუ ადრე აქცენტი ძირითადად კლასიკურ საძიებო ოპტიმიზაციაზე კეთდებოდა, დღეს მიდგომა ფუნდამენტურად შეიცვალა. პლატფორმაზე მკაფიოდ გამოიყო რამდენიმე ისეთი მიმართულება, როგორიცაა: SEO კონსულტაცია და გრძელვადიანი, მონაცემებზე დაფუძნებული SEO სტრატეგია. ამასთანავე, სააგენტომ სრულად აითვისა უახლესი ინსტრუმენტები და ბაზარზე დანერგა AI SEO, რაც პარტნიორ კომპანიებს ტექნოლოგიური უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება. ციფრული მარკეტინგის სრული ციკლის შესაქმნელად, ამ ყველაფერს დაემატა Google Ads-ის ეფექტური მართვა.

ამასთანავე, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო კონვერსიის ოპტიმიზაციასა (CRO) და მაღალი დონის ქოფირაითინგს, რადგან მიმართულებების ეს კომბინაცია საიტზე მოზიდული თითოეული მომხმარებლის რეალურ კლიენტად გარდაქმნას ისახავს მიზნად. პარალელურად, 10xSEO-მ საგანმანათლებლო ხაზიც გააძლიერა და პლატფორმაზე ცალკე სივრცე დაუთმო სპეციალიზებულ SEO კურსს, რომელმაც მოკლე დროში სექტორში მაღალი ინტერესი და მოთხოვნა გააჩინა. თითოეული ეს მიმართულება ახალ ვებგვერდზე ისეა სტრუქტურირებული, რომ პოტენციურმა პარტნიორმა პირველივე წამებიდან მკაფიოდ აღიქვას მომსახურების უმაღლესი სტანდარტი.

ინდუსტრიული ნიშა: როგორ პასუხობს პლატფორმა სხვადასხვა სექტორის გამოწვევებს

მომსახურების ეს ახალი სტანდარტი ვებგვერდზე კიდევ ერთი პრინციპული ცვლილებით გამოიხატა - სააგენტომ უარი თქვა ზოგად, უნივერსალურ გადაწყვეტილებებზე და აქცენტი ვიწრო, მიზნობრივ ექსპერტიზაზე გადაიტანა. ვინაიდან სხვადასხვა სექტორს ალგორითმული მოთხოვნებისა და მომხმარებლის ქცევის სრულიად განსხვავებული სპეციფიკა აქვს, ახალ პლატფორმაზე დამოუკიდებელი სივრცეები დაეთმო იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებზეც 10xSEO მუშაობს: დეველოპმენტსა და უძრავ ქონებას, მედიცინას, ფინანსებსა და ელექტრონულ კომერციას. თითოეული ეს სფერო ტექნიკური ოპტიმიზაციის მიღმა, კონკრეტული ინდუსტრიის რეგულაციებისა და ბიზნესკონტექსტის სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს, რაც საიტის ახალ წყობაში პირდაპირ აისახა.

მაგალითად, სამშენებლო და დეველოპერული პროექტებისთვის მთავარი გამოწვევა გრძელვადიანი, მაღალბიუჯეტიანი კონვერსიების მოპოვებაა, მაშინ როდესაც ელექტრონული კომერციის მიმართულებით წინა პლანზე ვიზიტორების მასშტაბური რაოდენობა და გაყიდვების დინამიკა იწევს. რაც შეეხება მედიცინასა და ფინანსებს, აქ სააგენტო პროცესს Google-ის მკაცრი ალგორითმული კრიტერიუმების (YMYL) გათვალისწინებით მართავს, სადაც გადამწყვეტი ავტორიტეტული ქოფირაითინგი და აუდიტორიის მაქსიმალური ნდობაა. ამგვარი დაყოფის წყალობით კი, პოტენციური პარტნიორები პირველივე ინტერაქციისას ხედავენ ზუსტად მათთვის აქტუალურ მიდგომებსა და შედეგებს.

10xSEO-ს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ახალი ჰორიზონტი

ეს მიზნობრივი სტრუქტურა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების პრაქტიკული ინტეგრაცია აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი 10xSEO-სთვის განვითარების მუდმივი სტრატეგიაა. სააგენტო უკვე აყალიბებს ციფრული მარკეტინგის ახალ რეალობას, სადაც მონაცემთა ღრმა ანალიტიკა და ავტომატიზაცია ადამიანურ კრეატივთან ერთად მასშტაბურ შედეგებს იძლევა.

ცალსახაა, რომ კომპანიის ასეთმა უპრეცედენტო ნაბიჯმა თავისი მთავარი მისია უკვე შეასრულა: 10xSEO-მ ახალი ვებსაიტი მთლიანად AI-თი ააწყო და ის 10-ჯერ უკეთესია, ვიდრე ძველი ვერსია.