პირველი წარმატებული წელი: 2 მასშტაბური პროექტი და Artex-ის გრძელვადიანი ხედვა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი მუდმივად იცვლება და ვითარდება. სწორედ ამ დინამიკურ გარემოში 2025 წლის მარტში გამოჩნდა ახალი სახელი - Artex. დეველოპერულმა კომპანიამ მოკლე დროში შეძლო ის, რასაც ხშირად წლები სჭირდება.
როგორ მოახერხა ახალმა კომპანიამ სულ რაღაც ერთ წელიწადში 2 აქტიური მშენებლობის წამოწყება, მასშტაბური სამომავლო გეგმების დასახვა და მომხმარებლის ნდობის მოპოვება?
იდეა, რომელმაც პროფესიონალები გააერთიანა
Artex ახალი სახელია, რომელიც ათწლეულების გამოცდილებასა და თანამედროვე ხედვას აერთიანებს. კომპანიის დამფუძნებლებმა მრავალწლიანი პრაქტიკა და არქიტექტურის სიყვარული ერთი მიზნისკენ მიმართეს - შეექმნათ არა უბრალოდ შენობები, არამედ სრულყოფილი ეკოსისტემა, სადაც თითოეული დეტალი მაცხოვრებლის ყოველდღიურ კომფორტსა და სიმშვიდეზეა გათვლილი.
სპეციფიკური ჰავის გამო ბათუმში მშენებლობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. კომპლექსური არქიტექტორული ხედვა ქალაქის იერსახის შექმნას, კლიმატის გათვალისწინებასა და, რაც მთავარია, ადამიანებისთვის ისეთი გარემოს მოწყობას გულისხმობს, სადაც თავს ნამდვილ სახლში იგრძნობენ. სწორედ ეს თანხვედრა ქმნის Artex-ის მთავარ ხელწერას - საინჟინრო სიზუსტისა და ურბანული ესთეტიკის იდეალურ ბალანსს.
ჩვენთვის ხარისხიანი გარემოს შექმნა არა ვალდებულება, არამედ პროფესიული სტანდარტია, ხოლო მომხმარებელთან ურთიერთობაში მთავარი პრინციპი გულწრფელობაა, არ გავცემთ დაპირებას, რომელსაც ვერ შევასრულებთ, - რომან აფაქიძე, არტექსის დირექტორი და არქიტექტორი.

საცხოვრებელი კომპლექსი თუ აპარტ-ოტელი?
Artex-ის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კონცეფციაა. დღეს, როცა ბათუმის ბაზარი გადატვირთულია სასტუმროს ტიპის აპარტამენტებით, კომპანიამ აქცენტი ნამდვილ საცხოვრებელ კომპლექსებზე გააკეთა.
აპარტ-ოტელები ხშირად გათვლილია მხოლოდ ტურისტულ ნაკადებზე, მცირე კვადრატულობითა და დროებითი ვიზიტორებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურით. Artex კი ქმნის სივრცეს ცხოვრებისთვის, ეს ნიშნავს: ერგონომიულ დაგეგმარებას, სადაც ოჯახს შეუძლია კომფორტულად იცხოვროს, დაცულ ეზოს, სარეკრეაციო ზონებსა და განცდას, რომ შენ ხარ სოციუმის ნაწილი. კომპანიის მიზანია, შექმნას პროექტები, რომლებიც ადამიანებისთვის ახალი ისტორიების, ემოციებისა და მოგონებების ადგილად იქცევა.
Artex Parkline - საინჟინრო სიზუსტე და სრულყოფილი საცხოვრებელი გარემო
სწორედ ამ ხედვის მასშტაბური გამოხატულებაა Artex Parkline, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მშენებარე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის საერთო ინვესტიცია 125 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის სტრუქტურა ბაზარზე არსებული გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა. გუნდმა დეტალურად გააანალიზა ფაქტორები, რომლებიც მაცხოვრებლებს დისკომფორტს უქმნის და ამ ანალიზზე დაყრდნობით კონკრეტული ტექნიკური გადაწყვეტილებები შეიმუშავა: შეფერხების გარეშე გადაადგილებისთვის - 10 ჩქაროსნული ლიფტი, კომფორტისთვის - მოწესრიგებული ღია და დახურული პარკინგები, ხოლო შენობის ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის - ნესტგამძლე მასალები. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის გარანტი წინასწარი გეოლოგიური კვლევები, 8-ბალიანი სეისმური მედეგობა და თანამედროვე სახანძრო სისტემებია.

სამუშაო და დასასვენებელი სივრცეების, მწვანე ზონების გაერთიანებით კი კომპლექსი სრულფასოვან საცხოვრებელ ეკოსისტემას ქმნის, სადაც ნებისმიერი ინტერესის ადამიანი იპოვის საკუთარ ადგილს.
Artex Premier - ძველი ბათუმის ხასიათი და ახალი არქიტექტურა
ივნისის თვეში კომპანიამ განსაკუთრებული ნაბიჯი გადადგა, მაზნიაშვილის 9 ნომერში, ძველი ბათუმის ცენტრში, ავარიული სახლის დემონტაჟი განხორციელდა. მის ნაცვლად 1 მილიონი დოლარის ინვესტიციით აშენდა Artex Premier, შენობა, რომელიც იდეალურად მიესადაგება უბნის ისტორიულ-კულტურულ ესთეტიკას.
არქიტექტურული გადაწყვეტა სრულ ჰარმონიაშია გარემოსთან და არ არღვევს ძველი ბათუმის განუმეორებელ ხასიათს. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი კომპანიისთვის არ ყოფილა კომერციული მოგების წყარო. ახალი, უსაფრთხო და არქიტექტურულად გამართული შენობა სრულად გადაეცა ადგილობრივ მოსახლეობას.

სოციალური პასუხისმგებლობა და გაცოცხლებული ტრადიცია
Artex-ისთვის სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ კერძო სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასა და საზოგადოების განვითარებაში.
არტექსი აქტიურად აფინანსებს აჭარის ფეხბურთის ფედერაციას, ბავშვთა საფეხბურთო ჩემპიონატებს, კინგბოქსინგს, ბათუმის თასსა (Batumi Cup) და აჭარის აფროსანთა ფედერაციას.
აფროსნობა ბათუმისთვის უბრალოდ სპორტი არ არის - ეს ქალაქის ისტორიული კოდია. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულს, როდესაც ბათუმი ევროპული გზაგასაყარის ნაწილი გახდა, სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი საზღვაო ნაოსნობის კულტურას. ბათუმის იახტკლუბი ათწლეულების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც ზღვისა და ქარის მართვის ხელოვნება თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
Artex-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალმა თაობამ ზღვა დაინახოს არა მხოლოდ როგორც სანაპირო, არამედ როგორც შესაძლებლობა - ისწავლონ ბუნებასთან ჰარმონია, ბრძოლა და გამარჯვება. აჭარის აფროსნობის ფედერაციის მხარდაჭერით კომპანია აცოცხლებს ამ დიდ ტრადიციას, რომელიც ბათუმს შავი ზღვის ელიტარულ სპორტულ რუკაზე აბრუნებს.

ინვესტიცია ციფრებსა და ანალიტიკაზე დაყრდნობით
Artex-ის თითოეული პროექტი ბაზრის კვლევასა და ზუსტ სტატისტიკურ გათვლებზეა დაფუძნებული, სადაც გათვალისწინებულია როგორც უბნების დატვირთულობა, ისე ტურისტული ნაკადების დინამიკა და გაქირავების პოტენციალი. ინვესტორებისთვის ეს ნიშნავს გარანტირებულ კაპიტალიზაციას: სტატისტიკურად, მშენებარე ეტაპზე შესვლა ქონების ღირებულებას პროექტის დასრულებამდე საგრძნობლად ზრდის, რაც მაღალი ROI-ის (12%-მდე) წინაპირობაა. იმისათვის, რომ ეს პრემიუმ კლასის აქტივი ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, კომპანიამ შეიმუშავა გადახდის მოქნილი გრაფიკი და შიდა უპროცენტო განვადება. ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ამარტივებს ინვესტირების დაწყებას და მას გრძელვადიან, მომგებიან ფინანსურ გადაწყვეტილებად გარდაქმნის. შედეგად, Artex Parkline-ის პროექტის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში გაყიდვების მოცულობა 40%-ს შეადგენს და დღითი დღე იზრდება.

სამომავლო გეგმები და განვითარების ახალი ვექტორები
Artex-ის პირველი წელი მხოლოდ დასაწყისია. კომპანია აქტიურად აგრძელებს პორტფოლიოს გაფართოებას და ბათუმისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლოკაციების ათვისებას. უახლოეს გეგმებში ორი მასშტაბური პროექტია, რომლებიც ქალაქის განვითარების ახალ პერსპექტივას ქმნის. ზღვის პირას დაგეგმილი 20 მილიონი დოლარის ღირებულებულების კომპლექსი ბუნებრივი გარემოსა და ეკოლოგიური ესთეტიკის შენარჩუნებაზე იქნება ორიენტირებული, იგეგმება კიდევ ერთი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომლის საერთო ინვესტიცია 40 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე არტექსს 130 თანამშრომელი ჰყავს, თუმცა დაგეგმილი პროექტებიდან გამომდინარე, სამომავლოდ გუნდი კიდევ უფრო გაიზრდება.
მშენებლობის პარალელურად, კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიების კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს. არტექსის მიზანია, გაზარდოს ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერა და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქალაქის კულტურული და სპორტული ცხოვრების განვითარებაში. პირველი წლის შეჯამებასთან ერთად, გუნდი უკვე განიხილავს მასშტაბური საიუბილეო ღონისძიების იდეასაც.
Artex-ის ამბავი ადასტურებს, რომ როცა პროფესიონალიზმი, ხარისხი და სწორი ღირებულებები ერთიანდება, დრო აღარ არის ბარიერი და წარმატება გარდაუვალია.